მთავარისიახლეებისპორტიგახდება თუ არა იური ბაკალოვი ს.კ. "ზუგდიდი" -ს მთავარი მწვრთნელი?

გახდება თუ არა იური ბაკალოვი ს.კ. “ზუგდიდი” -ს მთავარი მწვრთნელი?

Published on

საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის “ზუგდიდს” სავარაუდოდ უკრაინელი სპეციალისტი იური ბაკალოვი ჩაუდგება სათავეში. ის ზუგდიდში უკვე ჩამოვიდა და ბაიას ბაზაზე შეხვედრებიც გამართა კლუბის პრეზიდენტთან გელა ინალიშვილთან და ქალაქ ზუგდიდის მერთან ირაკლი გოგოხიასთან. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ცნობილია, რომ იური ბაკალოვთან ოფიციალური სამუშაო კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა როგორც საფეხბურთო კლუბში ამბობენ, დიდი ალბათობით უკრაინელი სპეციალისტი გუნდს ჩაიბარებს.

შეხვედის შემდეგ იური ბაკალოვმა განაცხადა, რომ ზუგდიდის “ზუგდიდში” მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ამ დღეებში გახდება ცნობილი. „საქართველოში დღეს ჩამოვედი, მქონდა შეხვედრა უკვე კლუბის ხელმძღვანელობასთან და საკმაოდ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ ვრცლად, საბოლოოდ კი ყველაფერი ამ დღეებში გადაწყდება. საქართველოს ჩემპიონატზე მაქვს საკმაო ინფორმაცია, არიან დაბალანსებული გუნდები და საშუალო დონის გუნდებიც, რომლებიც ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებენ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“-განაცხადა უკრაინელმა სპეციალისტმა.

ბესიკ შეროზიას, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულება პირველი წრის დასრულებამდე, დუბლების მთავარ მწვრთნელს ლევან მიქაძეს ჩააბარეს, რომელმაც ამ პოსტზე ოთხი ოფიციალური და ორი სათასო შეხვედრა გამართა. იმ შემთხვევაში თუ უკრაინელი ს.კ. „ზუგდიდს“ სათავეში ჩაუდგება, ლევან მიქაძე სწორედ უკრაინელი სპეციალისტის თანაშემწე გახდება.

რაც შეეხება იური ბაკალოვის სამწვრთნელო კარიერას – მუშაობა ბავშთა გუნდში 2003 წელს დაიწყო და ეს საბავშვო გუნდი, კიევის „დინამო“-ს დაქვემდებარებაში იყო. შემდეგ იგი კიევის „არსენალში“ გადადის დუბლების მწვრთნელად, ხოლო 2007 წელს ამავე გუნდში ჭაბუკთა ლიგას ხელმძღვანელობს და ცოტა ხანში, სათავეში იგი ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგა. 2010 წელს უკრაინული კლუბის ხელმძღავნელობამ, იური ბაკალოვი კიევის „არსენალი“-ს ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნა.

ხვალ, ბაიას ბაზაზე იური ბაკალოვი უკვე ფეხბურთელებს შეხვდება.

სიახლეები

ყველაფერი ვიცი, გამოძიებამ უნდა გიპასუხოთ – კობახიძე ღარიბაშვილ-ლილუაშვილის საქმეზე

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების მთავრობის ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სუს-ის ყოფილი...

არცერთი ჟურნალისტი არაა დაჭერილი, ის 2 პარტაქტივია – კობახიძე სანაიასა და ციცქიშვილზე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებასა და...

საია- ADF International-მა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა

ADF International-მა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია...

სინდისის პატიმარმა, ზვიად ცეცხლაძემ ევროკავშირის ელჩის ოფისიდან წერილი მიიღო

სინდისის პატიმარმა, ზვიად ცეცხლაძემ გლდანის ციხეში ევროკავშირის ელჩის ოფისიდან წერილი მიიღო. წერილში, რომელსაც "დაფიონი" აქვეყნებს,...