მთავარისიახლეებიპოლიტიკადატოვებს თუ არა თბილისის მერი დავით ნარმანია დაკავებულ თანამდებობას?

დატოვებს თუ არა თბილისის მერი დავით ნარმანია დაკავებულ თანამდებობას?

Published on

ქართული მედია ისევ აქტიურად საუბრობს თბილისის მერის დავით ნარმანიას გადადგომის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ნარმანია გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს და დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია სააგენტო "ნიუპოსტის" გვერდზე დაიწერა, რომლის თანახმად, წისაარჩევნოდ მორიგი ხმაურიანი გადადგომა იგეგმება, საუბარია თბილისის არჩეულ მერზე. სანდო წყარო გვიყვება, რომ დავით ნარმანიას ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა იმდენად გაუფუჭდა, რომ ყოფილი პრემიერი მოქმედი მერის სატელეფონო ზარებსაც კი არ პასუხობს. "დავით ნარამანიას გადადგომა გარდაუვალია, თუმცა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ დაარწმუნა ივანიშვილი, რომ არჩეული მერის გადაყენება მმართველ პოლიტიკური ძალის წისქვილზე არ ასხამს წყალს. გადაწყდა, რომ ნარმანია საკუთარი სურვილით დატოვებს თანამდებობას, სანაცვლოდ კი საარჩევნო სიის ათეული გარანტირებული აქვს. ნარმანიამ თბილისის მერად ვერ ივარგა, ოცნებაში ფიქრობენ, რომ ეკონომისტი ნარმანია პარლამენტში ბევრად პროდუქტილი იქნება"- გვითხრა წყარომ. მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას "ნიუპოსტი" ქართულ ოცნებაში შეეცადა. გიორგი ვოლსკის თქმით, გარკვეული უკმაყოფილება თბილისის მერის მისამართით არსებობს, თუმცა მეორე მხარესაა ის წარმატებული პროექტები, რომელიც დავით ნარმანიას მერობის დროს განხორციელდა."დავით ნარმანიამ დაწყებული პროექტები უნდა დაამთავროს და ახალი პროექტები უნდა დაიწყოს"- გვითხრა უმრავლესობის დეპუტატმა. ნარმანიას მიმართ კოალიციის შიგნითაც არსებობს უკმაყოფილება მისი გადადგომის აუცილებლობა ხშირად დამდგარა დღის წესრიგში, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის მოულოდნელმა წასვლამ ამ დავას წერტილი დაუსვა. ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მერობისთვის აქტიურად ამზადებს.კანონმდებლობის მიხედვით, თბილისის მერის დავით ნარმანიას გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე მერი ლაშა აბაშიძე შეასრულებს, თუმცა გადაგომიდან 60 დღეში მერის ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, რომელზეც არაოფიციალური ინფორმაციით, სახელისუფლებო კოალიციის კანდიდატი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღრიბაშვილი იქნება. კულუარული ინფორმაციით, ღარიბაშვილი გადადგომას სწორედ ამ სქემით „დათანხმდა“. შეგხსენებთ, რომ ნარმანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია, წინასაახალწლოდაც გავრცელდა. თუმცა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ამ თემაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა. “არ ვაპირებ გადადგომას. მერი არის ხალხის მიერ არჩეული და ოპოზიციის განცხადების გამო, ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებ“ – განაცხადა ნარმანიამ.

სიახლეები

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...

პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ რუსეთის...