მთავარისიახლეებირეგიონებისამეგრელოში დიდთოვლობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიონ 500 ათას ლარს მიაღწია

სამეგრელოში დიდთოვლობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიონ 500 ათას ლარს მიაღწია

Published on

რამდენიმედღიანი გადაუღებელი თოვის გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ზარალი წალენჯიხასა და ჩხოროწყუში უკვე დაითვალეს. წალენჯიხისთვის მიყენებული ზარალი 450 000 ლარს, ხოლო ჩხოროწყუსთვის მიყენებული ზარალი 75 000 ლარს შეადგენს. სხვა მუნიციპალიტეტებში ზარალის დათვლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ამ დროის მონაცემებით, ქალაქ ზუგდიდში ის უკვე შეადგენს 300 000 ლარს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი – 270 000 ლარს. ხობის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მათი რაიონის ზარალი 400 000 ლარს აღემატება. შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით 1 მლნ 495 ათასი ლარია. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, არსებული ინფორმაციით, დიდთოვლობას მათთვის ზიანი არ მიუყენებია. ზარალის დამთვლელი კომისიების მუშაობის დასრულების შემდეგ მონაცემები ცენტრალურ მთავრობას გადაეგზავნება. მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ ცენტრალური მთავრობის დახმარებით ყველა დაზარალებულ მოქალაქეს ზარალი აუნაზღაურდება. ზუგდიდში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ხობში დიდთოვლობის შედეგად ჩამოინგრა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლების, ამინისტრაციული შენობების და სხვადასხვა დაწესებულებების სახურავები.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...