ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და საავადმყოფოს ახალ მენეჯმენტს შორის დავა კვლავ გრძელდება.(VIDEO)

0
448

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და საავადმყოფოს ახალ მენეჯმენტს შორის დავა კვლავ გრძელდება. კლინიკის თანამშრომლები უნდობლობას ახალ მმართველს "ბლოკ ჯორჯიას" უცხადებენ. თავის მხრივ, ახალი მფლობელები აცხადებენ, რომ კლინიკის პროფილის ცვლილებას არ გეგმავენ. ინფექციური კლინიკის თანამშრომლებმა შეხვედრა დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიასთან გამართეს. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ მედიასთან მოლაპარაკების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთეს. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება შეეცდება ორივე მხარესთან მედიატორის ფუნქცია შეასრულოს.ახალი მენეჯმენტის შემოსვლის წინააღმდეგ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა აქცია რამდენიმეჯერ გამართეს. მათი განცხადებით, ისინი არ აპირებენ ახალი ხელმძღვანელობის დაშვებას კლინიკის ტერიტორიაზე. ბლოკ ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ახალი მენეჯენტი კლინიკისთვის პროფილის შეცვლას არ აპირებს და არც თანამშრომლების შემცირება ან დათხოვნა არ იგეგმება.ცოტა ხნის წინ, ინფექციურ საავადმყოფოში მისული ბლოკ-ჯორჯიას მიერ დანიშნული ახალი ხელმძღვანელი კლინიკაში დაწესებულების თანამშრომლებმა არ შეუშვეს. მაშინ ნოდარ ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რო ყოველდღე ივლიდა საავადმყოფოში და საერთო ენას თანამშრომლებთან გამონახავდა.

წინა სტატიაპრეზიდენტმა საარჩევნო ცვლილებებს ხელი მოაწერა, თუმცა აცხადებს, რომ ეს რეალური საარჩევნო რეფორმა არ არის
შემდეგი სტატიაზაზა ფაჩულია NBA ALL STAR -ის გამოკითხვაში მერვე ადგილზე გადავიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური