მთავარისიახლეებიპოლიტიკათურქეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს დააწესებს?

თურქეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს დააწესებს?

Published on

თურქული გამოცემა „ჰაბერ იზმირი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ   თურქეთი  2016  წლიდან სავიზო რეჟიმს 89 ქვეყანას დაუწესებს, მათ შორის საქართველოს, რუსეთს და აზერბაიჯანს .სავიზო პოლიტიკის გამკაცრება, გამოცემის აზრით,  თურქეთისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთი წინაპირობა იყო .თავად თურქეთში თვლიან, რომ   მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ სიარული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ამ მოტივით  უცხო ქვეყნების მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის  შემოღება უარყოფითად აისახება  ტურისტების რაოდენობაზე.

ამ ინფორმაციამ უკვე გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის შეშფოთება, რომელიც აქამდე უპრობლემოდ გადადიოდა თურქეთის ტერიტორიაზე, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ თურქული მხარე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებას დაუყოვნებლივ, მიმდინარე   ეტაპზე აპირებს.  ,, ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ რაიმე საჭიროებას ან გარემოებას, რომელიც უცილობელს გახდიდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ამ ეტაპზე. '' – განაცხადა მინისტრმა  ჟურნალისტებთან საუბარში მთავრობის  სხდომის დაწყებამდე.  მან  პირდაპირი პასუხი არ გასცა ჟურნალისტების კითხვას –  მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე კონსულტაციები თურქეთის მთავრობასთან და აღნიშნა, რომ ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მოახსენებს.  


 

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...