მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტმა საარჩევნო ცვლილებებს ხელი მოაწერა, თუმცა აცხადებს, რომ ეს რეალური...

პრეზიდენტმა საარჩევნო ცვლილებებს ხელი მოაწერა, თუმცა აცხადებს, რომ ეს რეალური საარჩევნო რეფორმა არ არის

Published on

პრეზიდენტმა საარჩევნო ცვლილებებს ხელი მოაწერა – ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია და რეალურად საარჩევნო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს,"  – განაცხადა მარგველაშვილმა. 

ამასთან, ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ცვლილებები პოლიტიკური სპექტრის კონსესუსის საფუძველზე იქნას მიღებული. 

"ამასთან ერთად აუცილებელია, რომ 2015 წელს ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართოს. ფაქტობრივად მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე სამთავრობო კოალიცია, ჩამოყალიბდა იმ შეხედულებაზე, თუ რა არის საუკეთესო ქართული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებისთვის. პასუხი ამ თვალსაზრისით ნათელია, რომ საუკეთესო არის პროპორციულ სისტემაზე ქვეყნის გადაყვანა.

"განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რა ვადებია ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით. მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო პარტნიორები, მეტიც – საქართველოს 240 ათასზე მეტი ხელმოწერით დადასტურებული პეტიცია მხარს უჭერს, რომ ეს განხორციელდეს 2016 წელსვე. ხოლო განსხვავებული პოზიცია არის მმართველ კოალიციაში, რომელიც ამ ცვლილებას 2020 წლისთვის გეგმავს.

"ვფიქრობ, რომ არგუმენტირებული და გასაგები, თუ რატომ უნდა გადავდოთ ის, რაზეც ვთანხმდებით ყველა, რომ კარგია და მისაღებია, კიდევ ოთხი წლით, არ არის და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ინტენსიური კონსულტაციების მეშვეობით მივიდნენ ერთობლივ თანხმობამდე," – განაცხადა მარგველაშვილმა. 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...