მთავარისიახლეებისაზოგადოებამერიის მიერ დაგვიანებული ტენდერის გამო ბენეფიციარები რამდენიმე დღე საკვების გარეშე დარჩნენ (VIDEO)

მერიის მიერ დაგვიანებული ტენდერის გამო ბენეფიციარები რამდენიმე დღე საკვების გარეშე დარჩნენ (VIDEO)

Published on

ეს უფასო სასადილო ბენეფიციარების თქმით, 31 დეკემბრიდან რამდენიმე დღე დაკეტილი იყო, აქ მოსული 230 ბენეფიციარი კი საკვების გარეშე დარჩა. მიზეზი ის იყო რომ მერიამ ტენდერის გამოცხადება დააგვიანა. საკითხი საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ გაიტანა და შესყიდვების სამსახურს განმარტებების გაკეთება მოსთხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიქმნა პრობლემა.მერიის სამსახურებს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს მოქალაქე ეგნატე შამუგია, რომელიც ამბობს, რომ ტენდერის გამოცხადება უფრო ადრეც იყო შესაძლებელი, ვიდრე ეს მერიამ გამოაცხადა.მერიის შესყიდვების სამსახურმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.ქალაქის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსი მურთაზ ბოკუჩავა ადასტურებს, რომ პრობლემები არსებობდა, თუმცა აცხადებს, რომ ტენდერი უფრო ვერ გამოცხადდებოდა, რადგან კანონის შესაბამისად მომავალი წლის ბიუკეტის დამტკიცებასმდე ტენდერის გამოცხადება არ ხება, ბიუჯეტი კი საკრებულომ 22 დეკემბერს დაამტკიცა- აცხადებს ბოკუჩავა.საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა აუდიტის სამსახურისგან საქმის დეტალურად შესწავლა ითხოვეს.უფასო სასადილოს მომსახურების ტენდერი შპს ეფექტმა მოიგო, კომპანიის დირექტორი აცხადებს, სასადილო მათიმიზეზით არ დაკეტილა.კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო, უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა დღეს პირველი კუთვნილი ულუფა მიიღეს.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...