მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაზრის ტერიტორიაზე შპს „ლონდასტეს“ წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს (VIDEO)

ბაზრის ტერიტორიაზე შპს „ლონდასტეს“ წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს (VIDEO)

Published on

ხმაური იყო დღეს ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კონსტრუქციის გამო შპს "სუპერმარკეტისა" და შპს "ლონდასტეს" წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც ცენტრალური სუპერმარკეტის ადმინისტრაცია აცხადებს, ის არ აპირებს აღნიშნული ტერიტორიის ახალი მფლობელისთვის დათმობას, რადგან არსებული კონსტრუქცია მას ეკუთვნის. ბაზრის ადმინისტრაციის პოზიციას იზიარებენ ადგილზე მოვაჭრეებიც, მათი თქმით, თანამშრომლობა ისევ ბაზრის ადმინისტრაციასთან ურჩევნიათ. კონკრეტულად თუ რატომ, ამაზე ისინი კამერის წინ არ საუბრობენ. ხმაურისა და დაპირისპირების მიმდინარეობისას ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავები, რომლებმაც ორივე მხარის წარმომადგენლები პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.შპს „ლონდასტეს“ წარმომადგენელი მთვარისა ფუტკარაძე აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მას არ ეძლევა განახორციელოს საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა. მისივე თქმით, აღნიშნული დავა სასამართლოს მეშვეობის უნდა დარეგულირდეს.ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის მოვაჭრეებმა აღნიშნული მოთხოვნით აქცია უკვე მეორედ გამართეს. ამ დრომდე ტერიტორიის მოიჯარეს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ ეძლევა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...