8-12 იანვარს დასავლეთ საქართველოში ოდნავ დათბება, თუმცა ალაგ- ალაგ წვიმა და თოვლი შენარჩუნდება

0
61163

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 8-9 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.

9 იანვარს იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +4, +9 გრადუსი.

10-12 იანვარს ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შეწყდება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. 11-12 იანვარს მოსალოდნელია + 15, +17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +8, +13 გრადუსი.“- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

წინა სტატიასაქართველოს ტერიტორიულ წყლებში ლიბერიის დროშით მცურავი გემი დააკავეს
შემდეგი სტატიათურქეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს დააწესებს?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური