მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ალილოს მსვლელობა გაიმართა

ზუგდიდში ალილოს მსვლელობა გაიმართა

Published on

მართლმადიდებელი სამყარო დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული საშობაო მსვლელობა 12 საათზე ზუგდიდის მაცხოვრის კარის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე სამღვდელოების წარმომადგენლებთან და  მგალობელთა გუნდთან ერთად  მოუძღოდა. ტრადიციულად ალილოზე მოგროვილი სურსათ-სანოვაგე სოციალურად დაუცველებს გადაეცემა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ შობის ბრწყინვალე დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა.მაცხოვრის კარის სახელობის ტაძრიდან დაწყებული საშობაო მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდა. საშობაო მსვლელობაში აქტიურ მონაწილეობას ეკლესიის  მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ალილო შობის დღესასწაულის ქართულიტრადიციაა. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით უკვე წლებია გრანდიოზული მსვლელობით აღინიშნება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...