მთავარისიახლეებისაზოგადოებაშობის დღესასწაულს ზუგდიდში უფასო სასადილოს 230 ბენეფიციარი მშიერი ხვდება.

შობის დღესასწაულს ზუგდიდში უფასო სასადილოს 230 ბენეფიციარი მშიერი ხვდება.

Published on

„შობის დღესასწაულს ზუგდიდში 230 სოციალურად დაუცველი, უმწეო და მარტოხელა ბენეფიციარი რომელიც უფასო სასადილოთი სარგებლობს მშიერი დარჩება – რადგან 29 დეკემბრიდან უფასო სასადილო მათთვის დაკეტილია. არადა სრულ იდიოტურ ბიუროკრატიასთან გვაქვს საქმე – ტენდერის გამოცხადება მერიამ დააგვიანა, ტენდერი მოიგო ვიღაც სხვა სამტრედიელმა (როგორც მერიაში მითხრეს) და ჯერ დაკავშირებას ვერ ახერხებენ.
პრობლემებია შესყიდვების სააგენტოსთან.
არადა ტენდერი წესით 10 დეკემბრამდე უნდა გამოცხადებულიყო. ზუგდიდის მერიამ მხოლოდ 24 დეკემბერს გამოაცხადა.“- წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძე.
 

ამ საკითხს მოქალაქე როსტომ ზარანდიაც ეხმაურება, რომელიც წერს .:“ ქალაქის მერიას კი უბრალოდ ვკითხავ, თქვე კაი დედმამის შვილებო, თუ ვერ ხერხდებოდა ამ ხალხის საკვებით უზრუნველყოფა საბიუჯეტო თანხებით, იმ გაზრდილი ხელფასებიდან და პრემიებიდან აგეგროვებინათ ხურდები, რომ ეს ხალხი მთელი ეს დრო, მშივრები არ დარჩენილიყვნენ… ან სრულიად ალალად ვამბობ, გეცნობებინათ ეს ფაქტი ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის და თავად გავუწევდით საკვების შეგროვების ორგანიზებას……..(სიცოცხლის ბოლომდე, ერთხელ მაინც მომათაგინეთ ქალაქის მერი, რა გახდა ეს ერთი ფბ. პროფილის რეგისტრაცია, ქალაქის მერიის გვერდს ვერ ვთაგავ რატომღაც!)“

 
ამ თემასთან დაკავშირებით ტელე-რადიო კომპანია “ოდიშმა“ მუშაობა უკვე დაიწყო, მასალის გაცნობას ჩვენი მკითხველები სააგენტო www.odishinews.ge -ზე შეძლებენ, ასევე პარალელურად სიუჟეტი მომზადდება ტელევიზიისთვის. www.odishi.ge
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...