მთავარისიახლეებისაზოგადოებადაპირისპირება ცენტრალურ სუპერმარკეტში-მოვაჭრეებმა ახალი მფლობელი შეუშვეს (VIDEO)

დაპირისპირება ცენტრალურ სუპერმარკეტში-მოვაჭრეებმა ახალი მფლობელი შეუშვეს (VIDEO)

Published on

ხმაური და დაპირისპირება იყო  შპს სუპერმარკეტის ტერიტორიაზე, მოვაჭრეებმა ბაზარში  ახალი მფლობელი შპს „ლონდასტეს“ წარმომადგენელი არ შეუშვეს. საქმე ეხება 544 კვ. მ. მიწის ნაკვეთს, რომელიც ზუგდიდის მერიამ იჯარის სახით 5 წლის ვადით გაასხვისა.

ბაზრის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა არ მიუღია, იმ მიზეზით რომ მოვაჭრეებს გადასახადს ვერ გაუზრდიდა.შპს ცენტრალური სუპერმარკეტის დირექტორი აცხადებს, რომ მიწინ ნაკვეთზე პრეტენზია  არ გააჩნია, გარდა იმ კონსტრუქციისა, რომელიც ამ ტერიტორიაზე დგას.მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსიჯიმშერ შეროზია აცხადებს, რომ მერიამ  კანონიერად დაისაკუთრა მიწის ნაკვეთი ბაზრის ტერიტორიაზე, რომლის მფლობელსაც ვალდებულება აქვს  ბიუჯეტში ყოველწლიურად 67 ათასი ლარი შეიტანოს, ხოლო რაც შეეხება, კონსტრუქციას, შეროზიას განმარტებით, ის მერიის საკუთრება არ არის.შპს ლონდასტემ ტერიტორიის 5 წლის სარგებლობით უფლება 2014 წლის დეკემბერში აუქციონის წესით მიიღო.

სიახლეები

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...

იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...

სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...