მთავარისიახლეებისაზოგადოებადაპირისპირება ინფექციურ საავადმყოფოში- ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული (VIDEO)

დაპირისპირება ინფექციურ საავადმყოფოში- ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული (VIDEO)

Published on

კომპანია „ბლოკ-ჯორჯიას“ მიერ დანიშნული დირექტორი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში არ შეუშვეს.მედ-პერსონალმა ნოდარ ჩიქოვანს კარი ჩაუკეტა და შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. ექიმების გან ცხადებით, ისინი ახალ უფროსს არ ცნობენ და შესაბამისად შენობაშიც არ    შეუშვებენ.პროტესტის   ნიშნად ექიმები დარიცხული ხელფასის აღებაზეც უარს ამბობენ. თავის მხრივ  ნოდარ ჩიქოვანი განმარტავს, რომ მისი მიზანი იყო მედ-პერსონალთან გასაუბრება და სხვადასხვა  საკითხის გარკვევა.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს მედ-პერსონალი და კომპანია „ბლოკ-ჯორჯია“ კომპრომისზე ვერ მიდიან. როგორც ცნობილია კომპანიამ დაწესებულება 2007 წელს შეისყიდა, თუმცა ექიმების განმარტებით დაწესებულების საკეთილდღეოდ  ერთი თეთღიც არ   ჩაუდვია. 

თავის მხრივ, სამედიცინო დაწესებულების მენეჯერს კომპანია ბლოკ-ჯორჯია ადანაშაულებს.კომპანიის დირექტორი ვახტანგ ჯანაშვილი აცხადებს, რომ დაწესებულების შეძენა მოხდა იმ პირობით, რომ დაწესებულება გადავიდოდა რეფერალურ საავადმყოფოში და იქ განაგრძობდა ფუნქციონირებას, თუმცა  ინფექციური საავადმყოფო დღემდე ძველ მისამართზე რჩება და მუშაობას იქ განაგრძობს.   

სიახლეები

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...

იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...

სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...