ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამ დრომდე თოვს. მთელი დღის განმავლობაში თოვდა ზუგდიდში და თოვლის საფარმა ქალაქის ტერიტორიაზე 40, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 60 სმ გადააჭარბა. უხვი ნალექის მოსვლამ პრობლემები შეუქმნა ადგილობრივებს, ჩაიკეტა მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი გზები, დასახლებების უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. პრობლემებთან გასამკლავებლად ქალაქ ზუგდიდის მერიაში საგანგებო შტაბიც შეიქმნა, ამუშავდა ცხელი ხაზიც. ქალაქის მთელ ტერიტორიაზე მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. გართულებული იყო სატრანსპორტო მიმოსვლა, ქალაქის უმეტეს ნაწილში გათიშული იყო ელექტროენერგიის მიწოდება. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, ამ დროისთვის დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული დაბრკოლებები ლოკალიზებულია. რთული ვითარება იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით მაღალმთიან ტერიტორიაზე, სადაც გუშინ მთელი ღამის განმავლობაში და ასევე დღეს ინტენსიურად თოვდა. უხვმა ნალექმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეუქმნა, ასევე შეუძლებელი იყო სატრანსპორტო მიმოსვლა. თოვლის საფარმა მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 60 სმ გადააჭარბა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გურგენ სართანიას ინფორმაციით, ამ დრომდე არის შეფერხებები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვალებობა 24 საათიან სამუშაო რეჟიმზეა გადასული. თოვლმა და ყინვამ პრობლემები შეუქმნა ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს. მათი თქმით, მესამე დღეა ბუნებრივი აირის მიწოდება შეფერხებით ხდება, ხოლო რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებლებს ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ. დევნილების განცხადებით, ყინვასა და თოვლში გათბობის გარეშე უწევთ ყოფნა. დღის ბოლოს ქალაქის და სოფლების უმეტეს ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგა. ენერგო პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანიის თანამშრომლები პრობლემის აღმოსაფხვრელად ინტენსიურ მუშაობას აწარმოებენ. მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობისა, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები ისევ არსებობს. ამ დრომდე მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში სატრანსპორტო მიმოსვლის პრობლემაა, მაღალმთიან სოფლებში კი საგზაო მიმოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და გზები კვლავ ჩაკეტილია. რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა ხვალაც შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ამაღამ საქართველოში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.
დიდთოვლობა ზუგდიდში (VIDEO)
სიახლეები
სიახლეები
REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ
პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...
სიახლეები
მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე
„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...
სიახლეები
გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე
„გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...
სიახლეები
ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი
„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“ ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...