მთავარისიახლეებისაზოგადოებახმაური და დაპირისპირება ცენტრალურ ბაზარში (VIDEO)

ხმაური და დაპირისპირება ცენტრალურ ბაზარში (VIDEO)

Published on

შპს „ცენტრალური სუპერმარკეტის“ ტერიტორიაზე ყვავილების ბაზრობა არ მუშაობს. მოვაჭრეები დაკეტილ კართან აქციას მეორე დღეა მართავენ. მათი განმარტებით, შესასვლელი ბაზრის ადმინისტრაციამ დაკეთა, მიზეზი ისაა, რომ მოვაჭრეებს 1-ლი იანვრიდან გადასახადი გაეზარდათ რაზეც არც ერთი მათგანი არ თანხმდება და ხელშეკრულებასაც როგორც თვითონ ამბობენ, ხელი ამ მოტივით არ მოაწერეს.მოგვიანებით ყვავილების გამყიდველი ქალბატონები სუპერმარკეტის ადმინისტრაციაში მივიდნენ და ხელმძღვანელობას გადასახადების შემცირება სთხოვეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.სუპერმარკეტის ფინანსური მენეჯერი მანანა ბერძენიშვილი ხელშეკრულების შეცვლას არ აპირებს და ამბობს, რომ არც ერთი მოვაჭრე, რომელიც ამ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, ყვავილების ბაზრობაზე ვერ შევა.მოვაჭრეებთან ქალაქის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ანი წითლიძეც მივიდა, რომელმაც ადმინისტრაციას ორშაბათამდე მოვაჭრეების ბაზრობაზე დაშვება სთხოვა, რაზეც ადმინისტრაციამ უარი განაცხადა.შპს სუპერმარკეტის დირექტორი აცხადებს, რომ როგორც მესაკუთრე უფლება აქვს გადასახადები გაზარდოს, გია კანკია ამბობს, რომ გადასახადის გაზრდა ადმინისტრაციამ ხარჯების გაანგარიშების საფუძველზე მიიღო.ანი წითლიძის განცხადებით ბაზრის საკითხი ორშაბათს საკრებულოს სხდომაზე განიხილება, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბაზრის ადმინისტრაციის დასწრებას ითხოვს. „ოდიში“ ამ თემასთან დაკავშირებით ქალაქის მერს დაუკავშირდა, ირაკლი გოგოხია ამბობს, რომ ეს კერძო პირის საკუთრებაა და მასში ჩარევის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.ორდღიანი აქციის შემდეგ მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ყვავილების ბაზრობა ისევ დაკეტილია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკრებულოს სხდომაზე ხალხის საკეთილდღეოდ ორშაბათს გახდება ცნობილი,მანამდე კი მოვაჭრეები ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ აპირებენ, თავის მხრივ პოზიციებს არც შპს სუპერმარკეტის ადმინისტრაცია თმობს.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...