მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფაჟავების ოჯახს სახლი გადასცა (VIDEO)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფაჟავების ოჯახს სახლი გადასცა (VIDEO)

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ახალ წლამდე ორი დღით ადრე ფაჟავების ოჯახს ახალი კეთილმოწყობილი სახლი გადაეცათ. ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში ამ ფიცრულში ცხოვრობდა, დღეიდან ახალ სახლში იცხოვრებს, რომელიც მათთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ააშენა. ახალ სახლში სიმბოლურად დღეს წითელი ლენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ოჯახის წევრებთან ერთად გაჭრეს. ახალი სახლების გადაცემის პროცესს ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოდგილე გურგენ სართანია და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია დაესწრნენ. გამგეობამ სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის აშენებული სახლების გადაცემა დღეს დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პირველი სახლი სოფელ კახათში, ფაჟავების ამ ოჯახს გადაეცა. აშენებული სახლები მაქსიმალურად ადაპტირებულია საყოფაცხოვრებო პირობებთან. ამასთანავე, ოჯახებს წყალსაქაჩი მოწყობილობა, წყლის ავზი, საკანალიზაციო მილები და მზის გამათბობელი დაუმონტაჟდებათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ პროექტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 380 000 ლარი დაიხარჯა.სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის სახლების გადაცემა ხვალაც გაგრძელდება. გამგეობის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში სულ 16 სახლი აშენდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით, პროგრამა მომავალ წელსაც განხორციელდება.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...