ანა წითლიძე ქალაქის მერს ბიზნესგარიგებაში ადანაშაულებს.(VIDEO)

0
425

შპს „კოლხეთმა“  ზუგდიდში კ/თ ატრიუმის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთი ნახევარი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში დაიკანონა და გაურკვეველ თურქულ რესტორანს აშენებს. – ინფორმაცია ამის შესახებ წუხელ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. დეპუტატი აღნიშნულში ქალაქის მერს ადანაშაულებს და ირაკლი გოგოხიას ბრალს კორუფციულ გარიგებაში სდებს.ქალაქზუგდიდისმუნიციპალიტეტისსაკრებულოსფიზიკურიდაკერძოსამართლისიურიდიულიპირებისმფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულმიწისნაკვეთზესაკუთრებისაღიარებისკომისიის თავმჯდომარე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, კამერებთან არ საუბრობს არც საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო რაც შეეხება ქალაქის მერს, ირაკლი გოგოხია წითლიძის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მერიას ეს საკითხი არ ეხება.მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, ქალაქის არქიტექტურის სამსახურში შეღწევა ვერ მოხერხდა. სამსახურის უფროსი ეკატერინე თოდუა შვებულებაში იმყოფება, ხოლო მისმა მოვალეობის შემსრულებელმა კობა მორგოშიამ ჟურნალისტებთან შეხვედრა არ ისურვა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა. შეგახსენებთ რომ ამ ტერიტორიაზე წინა ხელისუფლების დროს ღია კაფე იყო განთავსებული, თუმცა მაშინაც და ახლაც მოსახლეობა ამის წინააღმდეგი იყო, რადგან ქუჩის ჩიხია და ერთი რომ კონსტრუქცია ქუჩას მთლიანად ფარავს, ხოლო მეორე ის, რომ საჭიროების შემთხვევაში სახანძრო მანქანის მისადგომი გზა იკეტება, სწორედ ამიტომ მაშინდელმა არქიტექტურის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება რომ კონსტრუქციის დემონტაჟი მომხდარიყო, მაშინდელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული იყო ზუგდიდის მერიის არქიტექტურის სამსახურის ამჟამინდელი უფროსი ეკატერინე თოდუაც. ფაქტს ზუგდიდის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელი უფროსი ლევან მესხიაც ადასტურებს.აქ რომ მშენებლობა იგეგმება, ამას ადგილობრივებიც ადასტურებენ.რაც შეეხება მიწას, მისი მესაკუთრე შპს კოლხეთია, რომელსაც საკუთრების უფლების მოწმობა საჯარო რეესტრში გატარებული აქვს  2015 წლის 24 ივლისს.“ოდიშმა“ შპს „კოლხეთის“ დირექტირთან თეიმურაზ ჩიქოვანთან დაკავშირება ვერ მოახერხა. ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს უკვე მიმართა.რა ბედიეწევა უკანონოდ გასხვისებულ მიწას და რატომ მოხდა უკანონოდ გასხვისება, შესაბამის სამსახურებს ამაზე პასუხი არ აქვთ.

 

 

 

 

წინა სტატიაზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა ახალ ფინანსურ დირექტორს
შემდეგი სტატიაუმძიმესი ვითარება ზუგდიდის თეატრში – რა კეთდება კულტურული დაწესებულების რეაბილიტაციისთვის (VIDEO)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური