მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უცირესობა სამთავრობო ცვლილებებს ხალხის მოტყუების მორიგ მცდელობად მიიჩნევს

საპარლამენტო უცირესობა სამთავრობო ცვლილებებს ხალხის მოტყუების მორიგ მცდელობად მიიჩნევს

Published on

მთავრობის ახალი შემადგენლობისგან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სიახლეს არ ელოდებიან. საპარლამენტო უცირესობაში  აცხადებენ, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. 

ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ მმართველ გუნდს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. პოლიტიკოსები ამ შემთხვევაშიც აქცენტს ბიძინა ივანიშვილზე და მის არაფორმალურ მმართველობაზე აკეთებენ და  ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ დაადასტურა, რომ რესურსი ამოწურა.

" კვირიკაშვილი ამ გუნდის ეკონომიკის მინისტრი იყო და მისი გაპრემიერება მოტყუების მცდელობაა. რადგან სწორედ კვირიკაშვილის ეკონომიკის მინისტრად მუშაობის პერიოდში გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. პირველი დღიდან ასე ატყუებს ქართული ოცნება მოსახლეობას,"- აცხადებს დეპუტატი დავით ბაქრაძე. 

,,თავისუფალი დემოკრატები'' აცხადებენ,  რომ ცვლილებები მთავრობაში საჭიროა, თუმცა განახლებული მინისტრთა კაბინეტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. 

"ეს პრობლემები, რაც გვაქვს ქვეყანაში, დარჩება, ან უფრო დამძიმდება. ეს ცვლილება არა მიზეზებიდან  გამომდინარეობს, არამედ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაა," – აცხადებს ირაკლი ალასანია. 

სიახლეები

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...

სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის...

ამჯერად, ვიღაცას ეყო პოლიტიკური ნება და გადაწყვიტა საქმის გახსნა-ნიკო კვარაცხელიას დედა

ქართული ოცნების პროკურატურის მიერ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ საქმის გახსნილად გამოცხადების მერე,...