საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა გიორგი კვირიკაშვილის წარდგენას პრემიერმინისტრის პოსტზე – ამის შესახებ განცხადება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ხელმოწერილი დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნა.
"შემოსულია საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება. ამდენად, ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე როგორც პრემიერმინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურის წარდგენას. ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა," – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა სწორედ დღეს დაასახელა.
ბრიფინგზე პრეზიდენტი გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის დანიშვნას მოსამართლედ. ასეთი გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მიუღებლობა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. – აღნიშნა მან – ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამერდ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის''.
პრეზიდენტმა ახსნა მის მიერ დანიშნული წევრის მიერ კენჭისყრაზე უარის თქმა და სხდომის დემონსტრატიულად დატოვება. ,,სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ცამპყალიბება. ეს არის ჩვენი ვალდებულება და მე ბოლომდფე მივიყვან ბრძოლას სამაღტ;იანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა