მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი: საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის ახალ კანდიდატურას უახლოეს შვიდ დღეში დაასახელებს

დავით უსუფაშვილი: საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის ახალ კანდიდატურას უახლოეს შვიდ დღეში დაასახელებს

Published on

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა  პრემიერის ახალ კანდიდატურას უახლოეს შვიდი დღეში დაასახელებს, მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ კი პარლამენტი 28-29 დეკემბერს იმსჯელებს. განცხადება ამის შესახებ მან დღევანდელი ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას გააკეთა.

  "7 დღის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა გამოკვეთოს მომავალი პრემიერმინისტრობის კანდიდატი, წარუდგინოს პრეზიდენტს, რომელიც კანდიდატს ოფიციალურად წამოაყენებს. პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებას დაიწყებს. დანიშვნის მომენტამდე დღევანდელი მთავრობა, პრემიერი, მინისტრები მუშაობას აგრძელებენ,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ არაოფიციალური ინფორმაციით პრემიერ მინისტრის პოსტზე როგორც მინიმუმ ოთხი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის ყველაზე რეალურ კანდიდატებად მედიაში   გიორგი კვირიკაშვილი და დავიტ სერგიენკო სახელდებიან  

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...