მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილმა 2016 წელი ევროპულ წლად გამოაცხადა

გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელი ევროპულ წლად გამოაცხადა

Published on

ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია იმართება. ღონისძიებას უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრება. სამხედროებს იუბილეს ასევე მიულოცავენ თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. გაიმართერბა სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაც.

„25 წლის წინ ქართული გვარდია დაარსდა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, როდესაც საქართველო იქმნებოდა როგორც თანამედროვე ახალი სახელმწიფო. მაშინ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იდექით უმნიშვნელოვანეს სადარაჯოზე, რომ დამოუკიდებელი საქართველო შექმნილიყო.

2016 წელს ჩვენ ახალი საქართველოს სახელმწიფოებრიობას ვიზეიმებთ.  2016 წელს ჩვენ ახალ მიზნებს დავინახავთ. ჩვენ დამოუკიდებლიდან თავისუფალი საქართველო უნდა შევქმნათ, თავისუფალი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე ოკუპანტის ჯარი არ დგას, თავისუფალი სახელმწიფო, რომელის თავის სახელმწიფოებრიობას ინდივიდის ირგვლივ ქმნის, თავისუფალია სახელმწიფო, სადაც კანონი უზენაესია ყველასთვის.

თავისუფალია ქვეყანა რომელსაც შეუძლია საკუთარი ისტორიული არჩევანი ცხოვრებაში განახორციელოს. დამოუკიდებლობიდან ჩვენ თავისუფლებას მივაღწევთ. როდესაც ვუყურებთ ამ მიზნებს რაც ჩვენ წინაშე დგას იდენტურია ევროპული არჩევნის, იდენტურია ჩვენი საზოგადოების ისე განვითარებისა. როგორც ჩვენ წინაპრებს გათვლილი ჰქონდა. აქედან გამომდინარე 2016 წელს ევროპული სახელმწიფოს წლად ვაცხადებ. ის მნიშვნელოვანი მიღწევები რაც ერთად გვაქვს მისაღწევი წელს გამტკიცდება. ჩვენ ამ მიზნებს განვახორციელებთ,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...