მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოების მიერ კანონდარღვევას აპროტესტებენ

ფოთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოების მიერ კანონდარღვევას აპროტესტებენ

Published on

ფოთში  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ქალაქში არსებულმა თევზის გადამამუშავებელმა საწარმოებმა დაწესებული რეგულაციები დაიცვან და საწამოებისათვის ფილტრები შეიძინონ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ზამთრის პერიოდში, როცა საწარმოები მუშაობენ, სუნი აწუხებთ. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ჯარიმა რომელიც კანონდარღვევისთვის არის დაწესებული, მცირეა და მის გაზრდას ითხოვენ. აქციაზე ამ დროისთვის 100-მდე ადამიანი იმყოფება, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ მხარდამჭერები შემოუერთდებიან. 

როგორც ფოთელები ამბობენ, მათტვის ყველაზე აუტანელი პერიოდია  ნოემბრის ბოლოდან – აპრილამდე, როცა თევზის გადამუშავების პროცესი მიმდინარეობს. ამ დროს თითქმის მთელ ქალაქში დგება არასასიამოვნო სუნი, რომელიც გაუსაზლის პირობებში აყენებს მოსახლეობას.

ფოთში რამდენიმე თევზის გადამამუშავებელი ქარხანა ფუნქციონირებს, რომელშიც,  როგორც ჩანს, პროცესი რეგულაციების დარღევით მიმდინარეობს, ამბობენ, რომ მათ მაღალხარისხიანი ძვურადღირებული ფილტრების ყიდვას ურჩევნიათ იყიდონ მეორადი ფილტრები ან  გადაიხადონ 500 ლარიანი ჯარიმა.   ნაწილი თვლის, რომ ირღვევა თევზის შენახვის წესები, მათ აგროვებენ არა სპეციალურ, ვაკუმუურ საცავებში, არამედ ღია ავზებში,  როცა  დიდი რაოდენობით თევზი გროვდება და გადამუშავებას ვერ ასწრებენ, ასეთ ავზებში თევცზი ლპება. გარდა ამისა, ზღვიდან საწარმომდე მანქანით გადატანისას, თევზი ,,წვენი"' გზად იღვრება და აბინძურებს ქუჩებსა და ჰაერს.  თევზის ნარჩენები ხვდება მდინარე რიონში და აბინძურებს წყალსაც. 

,,შედეგად ვერ ვსუნთქავთ,  ბავშვებს ეზოში ვერ ვუშვებთ, ვერ ვფენთ სარეცხს, ქალაქს მოდებული აქვს ლპობის სუნი, და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ფულის გადახდა ეზარება'' – ამბობენ ფოთში.  

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...