საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის საექთნო კოლეჯი საქართველოში დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარე წლის 27 დეკემბერს იხსნება. მაღალრეიტინგული სტუდენტების სწავლის საფასურს "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" დააფინანსებს. ამასთან კორპორაცია სტუდენტებისთვის შეღავათიანი სასწავლო კრედიტის გაცემას უზრუნველყოფს. კოლეჯი მსურველების მიღებას თებერვლის თვიდან დაიწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ ზუგდიდის სამედიცინო კორპორაცია ევექსის საკონფერენციო დარბაზში დამსწრე დაინტერესებულ პირებს კოლეჯის ხელმძღვანელობამ გააცნო. საექთნო კოლეჯი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ექთნებს მოამზადებს, რაც ქვეყანაში საექთნო საქმის განვითარებას შეუწყობს ხელს. კოლეჯის სასწავლო პროგრამა აშშ -ის ექთნების სალიცენზიო გამოცდის მოთხოვნების შესაბამისადარის აგებული და როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან ჯგუფებს გამიუშვებს. კოლეჯის სასწავლო პროგრამა 2 წლიანია. სტუდენტთა მიღება განხორციელდება ორ ნაკადად თებერვალსა და სექტემბერში. კოლეჯის კურსდამთავრებულთათვის "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" უზრუნველყოფს მაღალანაზღაურებად დასაქმებას კორპორაციის ქსელში შემავალ კლინიკებში. ამასთან საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩააბარონ აშშ -ის საექთნო სალიცენზიო გამოცდა, რომელიც მათ აშშ -ის მწვანე ბარათსა და ამერიკის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის უფლებას მისცემენ.
ზუგდიდში დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო კოლეჯი იხსნება
სიახლეები
მსოფლიო
ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...
საზოგადოება
საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა
რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...
მსოფლიო
მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა
მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...
მსოფლიო
ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...