მთავარისიახლეებიპოლიტიკასაარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მორგებულია მმართველი გუნდის მიზანს მოიგოს არჩევნები

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მორგებულია მმართველი გუნდის მიზანს მოიგოს არჩევნები

Published on

პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.  ქართული ოცნების მიერ მომზადებული ვერსია მაჟორიტარული ოლქების საზღვრების ცვლილებას ითვალისწინებს. მისი ს მიღების შემთხვევაში  სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულისა და მათი სოფლების გაყოფა -შეერთება უნდა მოხდეს. 

საპარლამენტო უმცირესობა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს არ უჭერს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს ვერსია მორგებულია მმართველ გუნდზე და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნები მოიგოს.

"ეს არის კანონი, რომელიც ემსახურება ერთ რამეს, რომ ქართულმა ოცნებამ მოიპოვის გამარჯვება შემდეგ არჩევნებზე.  ეს ხდება თანდათანობით თითქმის შეუძლებელი, თავადაც ვერ გარკვეულან როგორი კანონი უნდა მიიღონ და როგორ უნდა დაჭრან საქართველო ოლქებად, რომ ეს იყოს საფუძველი მათი გამარჯვებისა", – აცხადებს  სერგო რატიანი

თავისუფალი დემოკრატების აზრით, მმართველმა გუნდმა   ხელიდან გაუშვა შანსი, არჩევნების მიმართ  დემოკრატიულად მოაზროვნე გუნდის პოზიცია დაეჭირა.

არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა თვლის, რომ მაჟორიტარული ოლქების გათანაბრება ძალზე რთული პროცესი იქნება, რადგან გამოიწვევს სხვადასხვა გეოგრაფიულ – ისტორიული მახასიათებლების მქონე ოლქების მექანიკურ გაერთიანებას/დანაწევრებას. 

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...