მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაეროში დამტკიცდა რეზოლუცია "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსირებასთან ბრძოლის საკითხზე

გაეროში დამტკიცდა რეზოლუცია “ისლამური სახელმწიფოს” ფინანსირებასთან ბრძოლის საკითხზე

Published on

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსირებასთან ბრძოლის საკითხზე . 

"დოიჩე ველეს"  ცნობით, დოკუმენტი ითვალისწინებს ზომების მიღებას დაჯგუფების დაფინანსების ისეთი მთავარი წყაროების წინააღმდეგ, როგორიცაა ნავთობის კონტრაბანდა, კულტურული ობიექტებით უკანონო ვაჭრობა და სხვა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯეიკობ ლიუს ინფორმაციით, ნავთობის კონტრაბანდის შედეგად, ისლამისტების შემოსავალმა 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 
რეზოლუცია "ისლამური სახელმწიფოს" სპონსორთა დასჯასაც ითვალისწინებს.   გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვენ ტერორისტების დაფინანსება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარონ. გარდა ამისა, სახელმწიფოებმა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის გაცვლის პროცესი უნდა გააქტიურონ.

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...