მთავარისიახლეებიკონფლიქტებითბილისი ეხმაურება სანაკოევის პროვოკაციულ განცხადებას პანკისის ხეობაში ,,ისლამური სახელმწიფოს'' მებრძოლების...

თბილისი ეხმაურება სანაკოევის პროვოკაციულ განცხადებას პანკისის ხეობაში ,,ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მობილიზაციის შესახებ

Published on

გუშინ ერგნეთში,   ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფისშეხვედრაზე ოსურმა მხარემ გააჟღერა ბრალდება, თითქოს პანკისში ტერორისტები ინტენსიურ წვრთნებს გადიან. კერძოდ, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი დავით სანაკოევი ამტკიცებს, რომ საქართველოში პანკისის ხეობაშიდაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს"  სირიიდან წამოსული მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც საფრთხეს უქმნის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს და ამასთან    ახალი წლის დღეებში მოსალოდნელია  პროვოკაციები, რომელთა შედეგად  არ არის გამორიცხული რთული ვითარება შეიქმნას საზღვრებზე და დაზარალდეს მოსახლეობაც.

სანაკოევის განცხადებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება. იგი კატეგორიულად უარყოფს პანკისის ხეობაში ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მობილიზაციას და   სანაკოევის განცხადებას   პროვოკაციად აფასებს. 

სესიაშვილი ვარაუდობს, რომ ამ ტიპის განცხადებების მიზანია ერგნეთის მოლაპარაკებები ჩაიშალოს, ან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა არ მოხდეს. 
"ეს არის აბსოლუტურად პროვოკაციული განცხადება. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის დე-ფაქტო ხელისუფლებებმა, რომ დღეს საქართველოში არ არის ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმით არის დაკავებული. ეს არის აბსოლუტურად შორს რეალობისგან. ამიტომ, მათი ეს განცხადება შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც მხოლოდ პროვოკაციული, მიზანმიმართული იმისკენ, რომ ერგნეთის მოლაპარაკებები ჩაიშალოს, ან არ დადგეს ძირითადი საკითხები, რაც მოსახლეობას და სახელმწიფოს აწუხებს", -განაცხადა სესიაშვილმა. 
 

 

სიახლეები

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება ირანის...

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...