მთავარისიახლეებიუკრაინაუკრაინის რადა სააკაშვილის შეურაცხმყოფელი შს მინისტრის ა. ავაკოვის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს

უკრაინის რადა სააკაშვილის შეურაცხმყოფელი შს მინისტრის ა. ავაკოვის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს

Published on

უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა პროექტი-გადაწყვეტილება N 2846  შს მინისტრის ა. ავაკოვის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. 

როგორც ვიუწყებოდით, გუშინ გვიან ღამით უკრაინის რადაში შს მინისტრსა და ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიხეილ სააკაშვილის თქმით ავაკოვმაარა მხოლოდ უცენზურო ლექსიკა გამოიყენა მის მიმართ, არამედ ყველას თანდასწრებით პირდაპირ დაემუქრა. ,,ეს არის ადამიანი, რომელიც რეალურად არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობს, თანამდებობას ბოროტად იყენებს და გარეულია კორუფციაში.” აცხადებს სააკაშვილი.

ავაკოვის თქმით, სააკშვილთან კამათისას მან ოდესის გუბერნატორს წყალი შეასხა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ავაკოვის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ ხვდება ოდესის გუბერნატორი რუს ოლიგარქებს, “ისტერიკა დაიმართა”.

რადას დეპუტატის სერგეი ლეშენკო აცხადებს, რომ  არსენ ავაკოვმა სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა და რჩევა მისცა “წაეთრიე ჩემი ქვეყნიდანო”. ლეშენკოს თქმით, “პოლიტიკური ომი ხურდება”.

გარდა ამისა, სააკაშვილმა თქვა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენ იაცენიუკმა ამავე სხდომაზე მას “გასტროლიორი” უწოდა.
“მინდა ვუპასუხო იაცენიუკს, რომელმაც გასტროლიორი მიწოდა. მე აქედან არსად არ ვაპირებ წასვლას, მე მათ არ მივცემ უფლებას გაქურდონ ჩემთვის მხურვალედ საყვარელი უკრაინა” – განაცხადა სააკაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა დღეს უარი განაცხადა გუშინდელი სხდომის ვიდეოს გამოქვეყნებაზე.

 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...