მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის მედია: ევროკომისიამ ვერ მოასწრო პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი კანონის...

უკრაინის მედია: ევროკომისიამ ვერ მოასწრო პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი კანონის შეფასება

Published on

 უკრაინული გამოცემა "ევროპული სიმართლე" ვარაუდობს, რომ ევროკომისიამ დღეს დაგეგმილი ანგარიში იმის გამო ვერ გამოაქვეყნა, რომ ევროკომისიის საექსპერტო ჯგუფმა უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონის შეფასება ვერ მოასწრო. 
გამოცემის თანახმად, პეტრო პოროშენკომ უკანონოდ გადატანილი აქტივების დაბრუნებასა და მართვაზე ეროვნული სააგენტოს შესახებ კანონს მხოლოდ 9 დეკემბერს მოაწერა ხელი.
"მაშინვე, ანუ გასულ კვირას, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრიუსელიდან მკაფიო სიგნალი მიიღო: ეროვნული სააგენტოს შესახებ კანონის ასეთი რედაქციით უკრაინა ევროკომისიის დადებით დასკვნას ვერ მიიღებს", – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემის თანახმად, სწორედ ეს კანონი გახდა მთავარი დაბრკოლება ანგარიშის გამოსაქვეყნებლად. 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...