მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილი: თუ მძარცველები მლანძღავენ, ესე იგი ყველაფერს სწორად ვაკეთებ

მიხეილ სააკაშვილი: თუ მძარცველები მლანძღავენ, ესე იგი ყველაფერს სწორად ვაკეთებ

Published on

მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა უკრაინაში გაბატონებული კორუფციის წინააღმდეგ სულ უფრო მძაფრ წინააღმდეგობას აწყდება მათი მხრიდან, ვისაც ამ ბრძოლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ფეხქვეშ ნიადაგი ეცკლება.

 უკრაინის რეფორმების რადაში, რომელიც პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციაში შეიკრიბა, ქვეყნის პრემიერ არსენი იაცენიუკს, შს მინისტრ არსენი ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ავაკოვმა სახეში წყალი შეასხა სააკაშვილს. 

მომხდარს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა: "მე კატეგორიულად მოვითხოვ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურისგან, დღევანდელ რეფორმების რადაზე, პრემიერმინისტრისა და შს მინისტრისუღირსი და პროვოკაციული საქციელის გამოაქვეყნოს სრული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას.

ვიდეოჩაწერა მიმდინარეობდა სამი კამერით და უკრაინელ ხალხს აქვს სრული უფლება ნახოს და იცოდეს, ვინ მართავს მათ. მე პასუხს ვაგებ ჩემს თითოეულ სიტყვაზე, რომელიც იქ წარმოვთქვი", – წერს სააკაშვილი.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი, სერგი ლიშენკო, თვითმხილველებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ პრემიერმინისტრი იაცენიუკი სააკაშვილს შეხვედრისას მოუწოდებდა "უკრაინიდან წათრევას", რაზეც სააკაშვილი პასუხობდა, რომ ის უკრაინის ისეთივე მოქალაქეა, როგორც იაცენიუკი, უბრალოდ, მისგან განსხვავებით უკრაინა არ გაუძარცვავს. მისივე ცნობით, პრეზიდენტმა პოროშენკომ მას მერე, რაც ვერ შეძლო მღელვარების ჩაცხრობა, შეხვედრა დახურულად გამოაცხადა.

მოგვიანებით სააკაშვილმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ პრემიერმინისტრმა იაცენიუკმა თავს მუქარისა და გინების უფლება მისცა. მისი თქმით, პრემიერმინისტრსა და შს მინისტრს პროვოკაცია გამიზნული ჰქონდათ.

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი ოდესელი ბიზნესმენებისათვის ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა რადას დეპუტატმა დიმიტრი გოლუბოვმა. ამის შესახებ მან ტელეარხ «112 Украина»-ს ეთერში აღნიშნა. მისი განცხადებით, ოდესის მსხვილი საწარმოები იღებენ წერილებს, რომლებშიც მათ „ჰუმანიტარულ  დახმარებას“ – 104 ათას აშშ დოლარს სთხოვენ.„თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესმენი ოდესაში ფულს უხდის სააკაშვილს“, – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ მას ამის დამადასტურებელი მასალები აქვს, რომელთა გამოქვეყნებასაც აპირებს.

თუ მძარცველები მლანძღავენ, ესე იგი ყველაფერს სწორად ვაკეთებ – ასე გამოეხმაურა გოლუბოვის თავდასხმას მიხეილ სააკაშვილი. იგი დარწმუნებულია, რომ მსგავსი თავდასხმები გახშირდება და თავის მხრივ კრიმინალურ სტრუქტურებთან კავშირში დაადანაშაულა გოლუბოვი. 

თავად გოლუბოვი არ უარყოფს, რომ ნამდვილად ჰქონია საქმე  სამართალდამცავ ორგანოებთან, და რომ  2005 წელს ხუთნახევარი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება მის წინააღმდეგ აშშ საბანკო სისტემების კარდერული გატეხვისა და 11 მილიონი დოლარის მოპარვის  ბრალდებით, რის შემდეგაც კიევის სოლომენკის სასამართლომ გაამართლა იგი.   უკრაინული მედიის ცნობით, გოლუბოვს ,,დაავიწყდა აღენიშნა, რომ ამ საქმით  დაინტერესებული იყო არა უკრაინის პოლიცია, არამედ ფედერალური გამოძიების ბიურო და რომ საქმე მის წინააღმდეგ აღიძრა სწორედ ფე-ბე-ერ – ის კარნახით. ამასთან ამ ხუთი ნახევარი თვისგანმავლობაში იგი  მარტოდენ გამოძიების ქვეშ კი არა, პატიმრობაში იმყოფებოდა და იქიდან რეგიონალი დეპუტატისების დამეხინისა და მაკეენკოს თავდებობით გაათავისუფლეს.  გოლუბოვის  დანაშაული იხსენიება აშს საფოსტო ინსპექციის 2005 წლის ანგარიშში და ,,ვაშინგტონ პოსტის'' ცალკე პუბლიკაციაში, რომელიც 2008 წელს გამოქვენდა სათაურით ,,დიმიტრი გოლუბოვის საიდუმლო ისტორია''  – ნათქვამია უკრაინულ მედიაპუბლიკაციებში

 

სიახლეები

ნინო დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოში ვერ მივიდა – პროცესი გადაიდო

 სამოქალაქო აქტივისტისა და პედაგოგის, ნინო დათაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო...

წითელ ხიდთან 500-ევროიანი ყალბი კუპიურები გაასაღეს – პოლიციამ 2 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, მარნეულში აზერბაიჯანის რესპუბლიკის...

ქართველ მებრძოლს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება – საზოგადოება მისი დახსნის გზებს ეძებს

ერევანში დაკავებულ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს, 28 წლის გიორგი კინოიანს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება, თუ...

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ...