მთავარისიახლეებიუკრაინაგაქცეული და იანუკოვიჩისდროინდელი ჩინოვნიკები ამაოდ ცდილობენ რეფორმების პროცესის შეჩერებას -...

გაქცეული და იანუკოვიჩისდროინდელი ჩინოვნიკები ამაოდ ცდილობენ რეფორმების პროცესის შეჩერებას – გიორგი ვაშაძე ეკა ზღულაძის დაკავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეთხზვას ეხმაურება

Published on

გაქცეული თუნდაც იანუკოვიჩისდროინდელი ჩინოვნიკების, რომლებსაც უნდათ, რომ ეს რეფორმების პროცესი შეაჩერონ, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ვერაფერს ვერ შეძლებენ"უკრაინის შს ყოფილი მინისტრი ზახარჩენკო თავის ფეისბუქზე ავრცელებს ინფპრმაციას, რომ "ორი კვირის წინ ბორისპოლში საბაჟოზე დააკავეს უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე, რომელსაც   ჩემოდანში 4 მილიონი აშშ დოლარი აღმოაჩნდა. ,, შესაბამისი ორგანოების კითხვაზე, მადამ ზღულაძემ ღიმილით უპასუხა, რომ ეს , ფული  სჭირდებოდა პარიზში სამედიცინო პროცესის ორგანიზებისთვის,  რადგან ფეხმძიმედ არის და ორ თვეში უნდა იმშობიაროს, – წერს ზახარჩენკო.  

მისი თქმით, ზღულაძემ ბორისპოლში 4 საათი გაატარა, რა დროსაც თავის ხელმძღვანელს, მინისტრ არსენი ავაკოვს ურეკავდა, რომელმაც ყოფილი მინისტრის თქმით, თავისი გავლენა გამოიყენა იმისთვის, რომ ეკა ზღულაძე "ლაჟვარდოვან სანაპიროზე გაეცილებინა". 

ზახარჩენკო წერს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვასილი გრიცაკს მოახსენეს, რომ 10 (სხვა მონაცემებით 14) მილიონი დოლარი ეკა ზღულაძესა და ავაკოვს სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირებისთვის გადასცეს, მაგრამ, მისი თქმით, შსს-ს ხელმძღვანელობამ ნაცვლად იმისა, რომ თანხა დანიშნულებისამებრ გამოეყენებინათ, მიითვისეს.

ამ  ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე "გაქცეული კორუმპირებული ჩინოვნიკების მხრიდან რეფორმების შეჩერების სურვილად აფასებს". 

იგი აცხადებს, რომ , მათ უკრაინას 80 კონკრეტული რეფორმების პაკეტი შეთავაზეს, რაც სრულიად ახალი თაობის რეფორმებს მოიცავს. 
"დღეს უკრაინაში არის ასეთი სიტუაცია, რომ ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილი ასახელებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც კორუფციულ ქსელშია ჩართული, მეორე მხრივ, ჩვენ 80 კონკრეტული რეფორმების პაკეტი გვაქვს შეთავაზებული, როგორ არ უნდა არსებობდნენ კორუმპირებული ბიუროკრატები. ეს არის საგადასახადოდან დაწყებული, სერვისებით დამთავრებული, პროკურატურით და ყველა მიმართულებით. ეს არის სრულიად ახალი თაობის რეფორმები", – განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება ვიტალი ზახარჩენკოს მიერ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებას უშუალოდ ეკა ზღულაძესთან დაკავშირებით,  გიორგი ვაშაძე მას რეფორმების პროცესის მიმართ კორუმპირებული ჩინოვნიკების პასუხად აფასებს.
"რაც შეეხება ყველა ასეთ სტატიას, რა თქმა უნდა, ეს არის პასუხი იმ კორუმპირებული ჩინოვნიკების და იმ  – განაცხადა ვაშაძემ.
 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...