მთავარისიახლეებისაზოგადოებაასოციაცია "დეამ" პროექტის "სოციალურ მეგობართა საზაფხულო სკოლა" პრეზენტაცია გაიმართა

ასოციაცია “დეამ” პროექტის “სოციალურ მეგობართა საზაფხულო სკოლა” პრეზენტაცია გაიმართა

Published on

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაცია "დეამ" პროექტის "სოციალურ მეგობართა საზაფხულო სკოლა" პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალური სერვისების გაზრდის ხელშეწყობა მოხალისეობრივ საწყისებზე ახალგაზრდების ჩართულობის გზით. პრეზენტაციაზე დამსწრეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, აღნიშნული პროექტით ისინი იწყებენ ახალ საქმიანობას ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით.შეხვედრაზე ასოციაცია "დეამ" ასევე პროექტის "ახალგაზრდული კამპანია არჩევნებისთვის – ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი" ფინალური პრეზენტაცია გამართა, რომელიც საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით შესრულდა. ასოციაციამ დამსწრეებს წარუდგინა ანგარიში პროექტით გათვალისწინებული და ჩატარებული სამუშაოების შესახებ .ასოციაცია "დეას" პროექტების პრეზენტაციას ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო სტრუქტურების, ახალგაზრდობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...