მთავარისიახლეებიკულტურაამერიკაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი 4 500 000 დოლარად გაიყიდა

ამერიკაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი 4 500 000 დოლარად გაიყიდა

Published on

გამოცემა Huffpost Arts აქვეყნებს­ სტატიას, სადაც ქართველი მხატვარი რომან კრიხელი მსოფ­ლიოს 3 უდიდეს ფიგურატიულ ხელოვანთა შორის სახელდება. "მსოფლიოს ცნობილი ხელოვანები დიდი ინტერესით ელოდნენ "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ქალს". მას თანამედროვე­ "მონა ლიზაც" უწოდეს. ორიგინალის ფასი მილიონი დოლარი იყო, თუმცა კერძო აუქციონზე 4 500 000 დოლარად გაიყიდა და ყატარის სამეფო ოჯახმა შეიძინა", – წერს გამოცემა. ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი რომან კრიხელი გასაყიდად გამოიტანდა თავის ნამუშევარს "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი", რომლის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდებოდა. ამის შესახებ New York Post-იც იუწყებოდა: "შესაძლოა, რომან კრიხელის ნამუშევარი მილიონ დოლარად გაიყიდოს. მისი შეძენის მსურველთა შორის კი სახელდებიან "ფეისბუკის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, YouTube-ს თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი­ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული არტკოლექციის მფლობელია". რომან კრიხელი დაიბადა საქართველოში 1956 წელს. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში. 16 წლის ასაკში ისრაელში გაემგზავრა. მხატვარს ისრაელის დატოვება 6 თვის შემდეგ მოუხდა, რადგან სასტუმროს გვერდით, სადაც იგი ცხოვრობდა, ტერორისტული აქტი მოხდა… ისრაელიდან რომან კრიხელი იტალიაში წავიდა, შემდეგ ამერიკაში.

სიახლეები

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები...

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...