მთავარისიახლეებიკონფლიქტებივიზალიბერალიზაცია და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა

ვიზალიბერალიზაცია და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა

Published on

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას შეძლებს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ ბიომეტრული პასპორტების მეშვეობით ივლიან, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბაქრაძემ მოლდოვას მაგალითი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოლდოვას შემთხვევაში, 70 ათასამდე მოქალაქემ აიღო ბიომეტრული პასპორტი და ამ მნიშვნელოვანი სარგებლით ისარგებლა. 
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილი, მნიშვნელოვანი სარგებელი, რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ, მიიღებენ და ეს იქნება კიდევ ერთი პოზიტიური გზავნილი მათთვის. საქართველოს ევროპული არჩევანი სწორედ ასეთ პოზიტიურ შედეგებს მოუტანს მათ, ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში. უვიზო რეჟიმი განხორციელდება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელთაც გააჩნია ბიომეტრული პასპორტი, ანუ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბიომეტრული პასპორტების არმქონეთათვის, უვიზო მიმოსვლა არ იმოქმედებს", – განაცხადა ბაქრაძემ. 
მისივე თქმით, ბიომეტრული პასპორტი ეს არის უსაფრთხოების ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია, რათა დაცული იყოს მოქალაქეების შემდგომი თავისუფალი გადაადგილება შენგენის ზონაში. 
"ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად აიღონ ბიომეტრული პასპორტი. იმ შემთხვევაში, როცა გადაადგილების საკითხი დგება, მათ შეუძლიათ და საშუალება აქვთ, რომ ყოველთვის სურვილის შესაბამისად, აიღონ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტი", – განაცხადა ბაქრაძემ.

სიახლეები

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება ირანის...

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...