მთავარისიახლეებიეკონომიკაუზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ბანკები მარტივად ვეღარ შეძლებენ იპოთეკით დატვირთული უძრავი...

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ბანკები მარტივად ვეღარ შეძლებენ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზებას

Published on

 უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით , ამიერიდან ბანკები თუ კერძო პირები მარტივად ვეღარ შეძლებენ  იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზებას ანუ კარგავენ უფლებას იძულებით გაუყიდონ ქონება მსესხებლებს, რომელთაც იგი სესხის უზრუნველსაყოფად ჩადეს. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მსესხებლისთვის ქონების იძულებით გაყიდვა მათ უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაეთვლება.  აღნიშნული გადაწყვეტილებით ნათქვამია, რომ ბანკმა უფლების დაკმაყოფილებისას უნდა გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომელიც მეტად იქნება შესაბამისობაში მოვალის ინტერესებთან და არ მოახდინოს ქონების რეალიზება, თუ არსებობს უფლების დაკმაყოფილების სხვა ალტერნატივა, რომ ამით ზიანი არ მიადგეს მოვალეს. ეს არ ნიშნავს, რომ ბანკი საერთოდ კარგავს უფლებას გაუყიდოს ქონება არაკეთილსინდისიერ ან გადახდის უნარდაკარგულ მსესხებელს . ლაპარაკია იმაზე, რომ ბანკმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი მსესხებელს და ასეთ ზომას უნდა მიმართოს მხოლოდ  უკიდურეს შემთხვევაში, როცა თანხის ამოღების ყველა სხვა გზა ამოწურულია.

,,სხვა გზებში'' იგულისხმება  ის, რომ  ბანკის მხრიდან გათვალისწინებული უნდა იქნას მოვალის მდგომარეობა და მას ხელი უნდა შეეწყოს, რომ რეალურად შეძლოს ვალდებულების შესრულება. ამასთან, ამ ტიპის ურთიერთობები დამყარებული უნდა იყოს კეთილსინდისიერების პრინციპზე და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა, რათა ეს ურთიერთობები ნორმალურად განვითარდეს. 

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, კლიენტები, რომელნიც ვერ იხდიან ვალს, აპრიორი როდი ირიდებენ თავიდან ბანკის წინაშე აღებულ  პასუხისმგებლობას ,  მათი უმრავლესობა ვალდებულებას ასრულებს ჯეროვნად, სანამ არ უდგება უმუშევრობის პრობლემა. თუმცა რთული მდგომარეობის შემდეგაც არ გაურბიან ვალდებულების შესრულებას და ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მიმართავენ ბანკებს და სთხოვენ თანხის ნელ-ნელა, გახანგრძლივებულ დროში გადახდას, რომ რეალურად შეძლონ ყოველთვიურად თანხის შეტანა. მაგრამ, სამწუხაროდ, თითქმის ყველა შემთხვევაში ისინი უარს იღებენ. არის შემთხვევები, როცა ბანკი არათუ კეთილსინდისიერების პრინციპს იცავს მსესხებელთან ურთიერთობისას, არამედ, პრაქტიკულად, მიზანმიმართულად იყენებს თავის დომინირებულ მდგომარეობას და აკოტრებს მსესხებელს, რითაც  საკმაოდ დიდ ფინანსურს ზიანის აყენებს მას.  ამდენად ეს გადაწყვეტილება ბანკს აიძულებს გაითვალისწინოს თავისი  კლიენტების უფლებები  და ინტერესები სამართლებრივი თუ საქმიანი ურთიერთობისას.

 

 

სიახლეები

ისრაელმა ყატარის დედაქალაქში “ჰამასის” შტაბ-ბინაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ზალების განცხადებით, მძლავრი და ზუსტი საჰაერო იერიშია მიტანილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე...

მამუკა გაწერელიას დედა მელანია ტრამპს ღია წერილით მიმართავს

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეომრის, მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე მელანია ტრამპს წერილს...

სახალხო დამცველის განცხადებაში მოწოდება მომიტინგეების მისამართითაც კეთდება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს და მიმარტავს როგორც ხელისუფლების მხარდამჭერებს, ასევე ოპოზიციური პარტიების...

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა...