ზუგდიდის “ზუგდიდი vs გორის “დილა” 1 – 1

0
477
საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის "ზუგდიდი" უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის მე -15 -ე ტურის შეხვედრაში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს გორის "დილას" ბაიას ბაზაზე შეხვდა. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 1 – დასრულდა.
მატჩის საწყისი ეპიზოდი ზუგდიდელებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ლევან წურწუმიას სტანდარტული დარტყმის შემდეგ ნიკა ნარმანიამ იყოჩაღა და თავური დარტყმით მოწინააღმდეგე გუნის მეკარე უშანსოდ დატოვა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0.
მიღებული გოლი სტუმრებისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ტაიმის ნახევარი ისე გავიდა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონებს თითქმის ღირძირითადადა მოედნის შუაგულში მიმდინარეობდა.
მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ და პირველი ხიფათიც მათ შექმნეს, როცა, ფალავანდიშვილის სახიფათო დარტყმული, ვახტანგ ჯომიდავამ მოიგერია, ხოლო დამატებაზე მარცვალაძემ მიზანს ააცილა. მომდევნო შეტევაც სტუმრებმა განახორციელეს და კვლავ მარცვალაძემ ვერ ივარგა, როცა მისი დარტყმული, კარის ჩარჩოს გვერდითა მხარეს მოხვდა. ზუგდიდელთა მორიგი შეტევა შესაძლოა გოლითაც დაგვირგვინებულიყო, როცა ნიკა ლაშხია მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა იგი წესის დარღვევით ქარქუზაშვილმა შეაჩერა და არბიტრმა, ბაკურ ნინუამ, მას უყოყმანოდ წითელი ბარათი აუფრიალა.
მატჩის მიწურულს, 77 -ე წუთზე სტუმრებმა პენალტი გამოიმუშავეს. თერთმეტრიანი შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი მოდებაძემ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. ამავე დროს ზუგდიდელებს ჰქონდათ შანსი მოწინააღმდეგის კარში გოლი გაეტანათ როცა დიმიტრი თუთბერიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მოწინააღმდეგე გუნის მეკარემ მას აჯობა და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. შეხვედრის ბოლო წუთები დაძაბული აღმოჩნდა, მსაჯმა დამატებულ წუთებზე მინდვრიდან მასპინძელთაგან ლევან წურწუმია გააძევა, მანამდე კი არბიტრს, მასპინძლები „არდანიშნული პენალტის“ გამო შემოსწყრნენ.
უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის 15-ე ტურის მატჩებით, მიმდინარე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა. ზუგდიდის "ზუგდიდი" მიმდინარე ტურნირში 15 თამაშიდან 8 ქულით მე -14-ე ადგილზე იმყოფება.
წინა სტატიაევროპის სახალხო პარტიისპრეზიდენტი გმობს ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის ფაქტს
შემდეგი სტატიააბრეშუმის გზა გაკვალულია – თბილისში ჩინეთიდან წამოსული პირველი მატარებელი შემოვიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური