მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომლის თანახმად, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა შეხვედრისას  ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჭრილში აქტუალური საკითხები განიხილეს. კერძოდ, თემები, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დაჩქარებას, აღმოსავლეთ – დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის გამტარიანობის ზრდას და ასევე, კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალ შესაძლებლობებს.

მხარეებმა ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

"თურქეთმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და დაგმო რუსეთის ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება ცხინვალისა და აფხაზეთის რეჟიმებთან.

"საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მხარდაჭერა, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს პარტნიორი და ნატო-ს წევრი, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იქნება," – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 

დღესვე დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან – ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...