დღეს დილიდან რკინიგზის ავტოსადგურზე მძღოლების აქცია გაიმართა. სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები თურქული კომპანია მეტრო+-ის ბაზარზე შემოსვლის წინააღმდეგ გამოდიან. მძღოლების განცხადებით, კომპანიამ საქართველოში უკვე შემოიყვანა მიკროავტობუსები და სულ მალე ალბათ მუშაობასაც შეუდგებიან. მძღოლები კი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ კომპანიის შემოსვლას. მოგვიანებით მძღოლებმა მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც მშვიდობიანი აქცია მოაწყვეს. აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ.ვიცე-მერის გია გულორდავას განმარტებით, ადგილი, სადაც კომპანია მეტრო + ის სადგური უნდა განთავსდეს,მათ მფლობელობაში არ შედის და შესაბამისად ნებართვასაც ვერ გასცემენ. ტერიტორიასთან დაკავშირებით თურქული კომპანია მოლაპარაკებას აწარმოებს ყრუთა კავშირის წარმომადგენლობასთან,რომელმაც კომპანიას სარგებლობაში ტერიტორია ხელშეკრულებით ერთი წლის ვადით გადასცა. ინფორმაცია ყრუთა კავშირში დაადასტურეს.
ზუგდიდელი მძღოლები ქალაქში თურქული კომპანიის შემოსვლას აპროტესტებენ.
სიახლეები
მსოფლიო
უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა
12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...
სიახლეები
POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...
სიახლეები
HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...
სამართალი
პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა
პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს ადგილობრივი...