მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდრანდის ციხიდან გაქცეული პატიმარი დაკავებულია, ციხის უფროსი - გადაყენებული

დრანდის ციხიდან გაქცეული პატიმარი დაკავებულია, ციხის უფროსი – გადაყენებული

Published on

 

ოკუპირებული აფხაზეთის შსს მინისტრმა ლეონიდ ძიაფშბამ თანამდებობიდან გადააყენა დრანდის ციხის უფროსი რუსლან ჯელია და ამ პოსტზე ციხეში შექმნილი მდგომარეობის შესწავლის  პერიოდისთვის დროებით მილიციის პოლკოვნიკი თემურ შიკირბა დანიშნა. 

ლაპარაკი დრანდის იზოლატორში  არსებულ მდგომარეობაზე დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ამჯერად ჯელია ციხიდან გუშინ მომხდარ პატიმრის გაქცევის ფაქტს შეეწირა.

შეგახსენებთ, გუშინ დილით ციხიდან გაიქცა   ბაჩუკი ლატარია, რომელიც ჭუბურხინჯში ჩადენილი დანაშაულისთვის, კერძოდ, გამოსასყიდის მიღების მიზნით  ადამიანის გატაცებისთვის იყო მსჯავრდებული (აფხაზური მედიის ცნობით, ბაჩუკი ლატარია ხობის მკვიდრია). 

გაქცეული პატიმარი გუშინვე იქნა დაკავებული სოფელ შაუმიანივკის მიმდებარე ტყეში, ხოლო იზოლატორის ხელმძღვანელებისა და იმ თანამშრომლების მიმართ, რომელნიც გაქცევის ღამეს მორიგეობდნენ,  დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა. 

 

 

 

სიახლეები

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება ირანის...

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...