მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდონეცკთან მამაცურად დაღუპული ირაკლი ქუთელიას ჭირისუფალი ახლა უკრაინა და საქართველოა

დონეცკთან მამაცურად დაღუპული ირაკლი ქუთელიას ჭირისუფალი ახლა უკრაინა და საქართველოა

Published on

რუსთავი 2- ის ცნობით, უკრაინაში დაიღუპა ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვისა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისათვის მებრძოლი   ქართველი ვაჟკაცი, უკრაინის მოქალაქე ირაკლი ქუთელია. ეს  ატოს ზონაში, დონეცკის აეროპორტის მახლობლად, დასახლება ოპიტნოესთან ქვეითთა საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად მოხდა, , როცა  თანამებრძოლებთან ერთად დავალებაზე გადიოდა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ორი  მებრძოლი ალექს ბოლდირევი და  ანდრეი კუპრიანოვი, დაშავებულია – 7. 

მომხდარს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

 უკრაინის საინფორმაციო წყაროებსა და სოციალურ ქსელებში  პატრიოტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ირაკლი ქუთელია ქვეითთა საბრძოლო მანქანის მძღოლი იყო, რამდენიმე თვის წინ ჩაირიცხა 93-ე ბრიგადაში და მაშინვე   გაითქვა სახელი, როცა ბრძოლის ველზე მწყობრიდან გამოიყვანა და ატოს ძალების დისლოკაციის ადგილზე მიიყვანა ოკუპანტების ტანკი.

,,თავდაუზოგავად იბრძოდა და მამაცურად მიდიოდა ნებისმიერ საბრძოლო დავალებაზე, მაგრამ თავის საბრძოლო დამსახურებათა  რეკლამირება არ უყვარდა,  ამ ვიდეოშიც ი ვერაფრით ვაიძულეთ  სახე კარგად გამოეჩინა ''  – წერენ მისი მეგობრები, რომლებიც სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ირაკლი თანამებრძოლებთან ერთად არის აღბეჭდილი.  – ასეთი იყო ის, განუმეორებელი" . 

თანამებრძოლებისავე ცნობით, ირაკლიმ ვერ მოასწრო ოჯახის შექმნა, არა ჰყავს არც დედა, არც მამა, უკრაინაში,  ბავშვთა სახლში გაიზარდა.  და თუ ვინმე ფიქრობდა, რომ მას პატრონი არ ჰყავდა, მისი ჭირისუფალი ახლა უკრაინა და საქართველოა 

 

 

სიახლეები

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება ირანის...

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...