მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბ ჯაფარიძე: ეს ხელისუფლება მზად არის, ძალაუფლების შენარჩუნების გამო, უარი თქვას დასავლურ...

ზურაბ ჯაფარიძე: ეს ხელისუფლება მზად არის, ძალაუფლების შენარჩუნების გამო, უარი თქვას დასავლურ მომავალზე

Published on

"ეს ხელისუფლება მზად არის, ძალაუფლების შენარჩუნების გამო, უარი თქვას დასავლურ მომავალზე და გაწიროს ჩვენი შვილები უარესი მომავლისთვის," – ასე გამოეხმაურა ახალი პოლიტიკური ცენტრის – "გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძემმართველი გუნდის განცხადებებს პატრიარქის ინიციატივაზე, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში".

ჯაფარიძე ამბობს, რომ მთავრობის ეს პოზიცია მისთვის სიახლე არ აღმოჩენილა.

"მე არ ვიცი, რატომ იყო სურპრიზი ამ ხელისუფლების ქცევა. ჩემთვის ამაში გასაკვირი არ იყო. ამ ორმა დღემ აჩვენა ძალიან ნათელი რამ, რომ ამ ადამიანებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ჟინი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპები. ისინი მზად არიან, ხელი მოაწერონ, რომ საქართველომ უარი თქვას ევროპულ, დასავლურ მომავალზე და ჩვენი შვილები უარესი მომავლისთვის გაწირონ.

"მანამ, სანამ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს სიახლოვე და არსებობს ფინანსური სიახლოვე, იარსებებენ ადამიანები, რომლებმაც რომ მოიპოვონ ან შეინარჩუნონ ძალაუფლება, მზად არიან, გამოიყენონ ეკლესია.

"ჩვენ ვხედავთ, პოლიტიკოსები სანთლებით ხელში როგორ პოზირებენ კამერების წინ და ჩართვის წინ როგორ ალაგებენ უკან ხატებს, რომ ისინი ძალიან რელიგიურები არიან და მოაწონონ ამით ხალხს თავი. ეს არის ჩვეულებრივი რამ," – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...