მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს საპატრიარქოს მესტიაში მიწები და შენობა-ნაგებობები უსასყიდლოდ გადაეცა

საქართველოს საპატრიარქოს მესტიაში მიწები და შენობა-ნაგებობები უსასყიდლოდ გადაეცა

Published on

საქართველოს საპატრიარქოს მესტიაში მიწები და შენობა-ნაგებობები უსასყიდლოდ გადაეცა. 

მთავრობის განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

განკარგულების თანახმად, მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ გადაეცა დაბა მესტიაში მდებარე 1 124 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები №1, №2 (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №42.06.40.050).

განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს.

სიახლეები

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...