მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვაშინგტონში იმყოფებიან

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვაშინგტონში იმყოფებიან

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები  ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში იმყოფებიან.  დაგეგმილია მათი შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე არასამთავრობო, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.  შეხვედრების თემები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, საგარეო პოლიტიკასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამომავლო გეგმებს უკავშირდება.

პარტიის წარმომადგენლები გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი , ირმა ნადირაშვილი უკვე შეხვდნენ მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დირექტორს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს, Freedom House-ის ყოფილ პრეზიდენტს დევიდ კრამერს, NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს კურტ ვოლკერს, სენატორ მარკო რუბიოს აპარატის წარმომადგენლებს. ასევე საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩებს კენეტ იალოვიცსა და უილიამ კორტნის.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან ტომ კოტონთან და ჯონ მაკკეინთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) ვიცეპრეზიდენტ სტივ ნიქსთან და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან. 

სიახლეები

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...

ბოლო 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დავაკავეთ – შსს

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ბოლო 48 საათში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს...