მთავარისიახლეებიპოლიტიკაბულგარეთში ვიზიტად მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

ბულგარეთში ვიზიტად მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

Published on

ბულგარეთში ვიზიტად მყოფ  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა რესპუბლიკის  მინისტრთა საბჭოში უმასპინძლა. 

 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით,   პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველო-ბულგარეთს შორის არსებული კავშირები  და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა   სფეროში განსაკუთრებით ეკონომიკაში, კერძოდ, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორებში  და ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალს. 

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა  საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე,   მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგას ნატო-ს არსებითი პაკეტის ცალკეული კომპონენტების განხორციელებაში მონაწილეობისთვის", – აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

 

სიახლეები

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...

ბოლო 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დავაკავეთ – შსს

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ბოლო 48 საათში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს...