მთავარისიახლეებითვალსაზრისიშაკრილი ხაჯიმბას: ,,უკანასკნელ წლებში ჩვენ საქმე გალის რაიონში იქამდე მივიყვანეთ, რომ შესაძლოა...

შაკრილი ხაჯიმბას: ,,უკანასკნელ წლებში ჩვენ საქმე გალის რაიონში იქამდე მივიყვანეთ, რომ შესაძლოა დავკარგოთ კიდეც იგი”

Published on

გალის რაიონის მიმართ აფხაზეთის ხელისუფლების პოლიტიკა უკანასკნელ ხანებში აქტიურად განიხილება რაულ ხაჯიმბას მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მიერ. რუსეთ –თურქთის კრიზისმა ბევრი რამ უკანა პლანზე გადაწია აფხაზეთში, რომელიც ორ ცეცხლშუა გრძნობს თავს და ამდენად რაულ ხაჯიმბასთან საზოგადოებრივი პალატის წევრთა ნოემბრის შეხვედრაზე მწვავე დისკუსიის საგნად ქცეული ბევრი პრობლემა, მათ შორის გალთან შეხების მქონე თემებიც სათანადო რეზონანსის გარეშე დარჩა, თუმცა ამ შეხვედრის სტენოგრაფიული ჩანაწერი მოწმობს, რომ იკვეთება გალის მოსახლეობის მიმართ მათრახის პოლიტიკის ჩანაცვლება მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკით, რაც უდაოდ იმსახურებს საგულდაგულო ანალიზს საქართველოს ხელისუფლების,  ქართული საზოგადოების მხრიდან, ამიტომაც გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ჩანაწერიდან

ასიდა შაკრილი, საზოგადოებრივი პალატის წევრი, ,,ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის თანამშრომელიმინდა შევჩერდე გალის რაიონზე. უკანასკნელ წლებში ჩვენ საქმე გალის რაიონში იქამდე მივიყვანეთ, რომ შესაძლოა დავკარგოთ კიდეც იგი.
ჩემი აზრით, ის, თუ როგორ ვუდგებით გალის მოსახლეობის პრობლემებს, აფხაზი ხალხის წინააღმდეგ განაწყობს მათ. ნამდვილად ვისურვებდი რომ უფრო ღია და გულწრფელი საუბარი გვქობდეს, მაგრამ არის საკითხები, რაზეც საქვეყნოდ ვერ ილაპარაკებ.  2014 წლის 27 მაისამდე გალის რაიონის თემა ხელისუფლებასთან ბრძოლის ძირითად იარაღად იყო გამოყენებული  და ეს იყო ყველაზე საშიში რამ, რაც კი შეიძლება გაგვეკეთებინა ჩვენი სახელმწიფოსათვის.
თავი დავანებოთ იმას, რაც იყო ადრე, შესაძლოა ეს თემა მაშინ არჩევნებისთვის, ელექტორატისთვის იყო საჭირო, მაგრამ დღეს უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ გალის საკითხის,  გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაციის საკითხის გადაწყვეტას. პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება არაფრისმთქმელია, მასში ისიც კი არ არის ნათქვამი, რომ  გალის მკვიდრნი აფხაზეთის მოქალაქეები არიან. ეს იყო კომპრომისული დოკუმენტი და ეს ყველამ ვიცით, მაგრამ დღეს პირდაპირ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები არ არიან. გვჭირდება კი საკითხის ასე დასმა?  რამდენად შედის ეს  სახელმწიფოს ინტერესებში? მოდით, თავი ვანებოთ ამას და უკეთ დავფიქრდეთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. რაკი ეს ხალხი დავაბრუნეთ, ესე იგი მტრებად არ ვთვლიდით. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც ომობდნენ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ აქ დიფერენცირებული მიდგომაა საჭირო, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს. თუკი არიან ისეთები, ვინც  პაუხი უნდა აგოს, ვაგებინოთ, მაგრამ მთელი მოსახლეობის დადანაშაულება მტრობაში  დამღუპველი იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც.
დღეს გალის რაიონში ვიყავი, ვესაუბრე ხალხს, რაღაც–რაღაცეები დავასუსტე. ორი მნიშვნელოვანი თემა: პირველი ეს არის განათლების საკითხი. პარლამებტის დეპუტატი ბეჟან უბირია მრგავალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებში ხშირად ამბობს, რომ გალის მცხოვრებნი მზად არიან და სურთ ისწავლონ რუსულ ენაზე და აფხაზურზეც, მაგრამ ჩვენ ამის პირობებს არ ვუქმნით. ნაცვლად იმისა, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მათ ამ მისწრაფებაში, კეთილგანწყობის ნეგატიურში გადაზრდას ვუწყობთ ხელს.
ხალხი ამბობს: ჩვენ გვინდა ჩვენმა ბავშვებმა ისწავლონ აქ და მაგრამ ისინი სასწავლებლად საქართველოში მიდიან იმიტომ, რომ ენა არ იციან და ვერ ხვდებიან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათ აღელვებთ, რომ ახალგაზრდობა გაედინება, მათი სახლები იცლება, და ამიტომ არიან თანახმა აქვე ისწავლიონ რუსულ ენაზე. მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ? ვიქცევით ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, თითქოს ხუთწლიანი გეგმას ვასრულებდეთ ანგარიშისთვის. მხოლოდ ფორმალურად.  რატომღაც უეცრად  მოგვესურვა ბავშვებმა პირველივე კლასიდან ისწავლონ რუსულ ენაზე  და ეს  იმ სიტუაციაში, როცა არა გვყავს რფუსლენოვანი მასწავლებლები,  არა გვყავს კადრები, რომელთაც შეუძლიათ ასწავლონ რუსულად. მეოთხე კლასში უკვე მეცნიერების დაგების საფუძვლები ისწავლება, აქ ხელებით ვერაფერს ახსნი. ისინი თვლიან პირველი – მეორე კლასები გარდამავალი იყოს და  შემდეგ ეტაპობრივად გადავიდეს რუსულ სწავლებაზე. რატომ არ ვთანხმდებით მათ ამაზე? რაში გვჭირდება ასეთი გაუაზრებელი, გაუმართლებელი  ნაბიჯები, რომელნიც ჩვენს წინააღმდეგ განაწყობენ მოსახლეობას?  
და კიდევ ძალიან სერიოზულად დგას თხილის საკითხი. მინდა გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით კრიმოგენული სიტუაცია გაუარესდა. ჩნდებიან შავჯიპიანი კაცები და ადგენენ ტაქსას თხილზე. ბრძანებენ, რომ თხილი დღეს ამა და ამ ფასად უნდა გაიყიდოს  და ხალხიც იძულებულია დაემორჩილოს მათ.  ძნელი არ არის ამ პირების ვინაობის დადგენა. ხალხმა იცის მათი სახელები.

მას შემდეგ, რაც თხილს სოფლიდან ქალაქში ჩაიტანენ, საქმეში უკვე მილიცია ერევა და თავის წილს სძალავს.  და თუმცა ეს უკვე ოცი წელია ხდება, ჩვენ არ  ვებრძვით ამას.  – ხალხი საჯიჯგნად მივუგდეთ გარკვეულ საეჭვო პირებს, არადა, ეს  მხოლოდ გალის რაიონის პრობლემა  კი არ არის, მთელი აფხაზეთისთვის არის საშიში. ვიღაც ფულს ხვეტავს გალის რაიონში, პასუხის გება კი მთელ ქვეყანას უხდება. გთხოვთ გაარკვიოთ, რა ხდება გალში. იქ აშკარად უარესდება საქმე. კი იყო დრო, ამ სამი წლის წინათ, როცა თხილის გამო ადამიანებს იტაცებდნენ და ახლა ასეთი ფაქტები აღარ არის,  მაგრამ სხვა მხრივ ბევრი რამ იმ დროს შედარებით ნორმალურად იყო.   
თხილი ერთია, მაგრამ მეორე პრობლემა გადასახადებია. გეთანხმებით, რომ გადასახადების საკითხი აფხაზეთის ყველა რაიონში უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ რაღა გალის რაიონიდან დავიწყეთ, როცა გადასახადებს არც ერთ რაიონში არ იხდიან. – ესეც  ერთგვარი დისკრიმინაციაა. ისინი არ ამბობენ უარს გადასახადის გადახდაზე, მაგრამ რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე– ისინი ფაქტობრივად ორჯერ იხდიან მიწისთვის – ერთს მიწის გადასახადის და მეორეს მიწის იჯარის სახით. იქ მათ ეუბნებიან, რომ მეორე – იჯარის გადასახადი რაიონის განვითარებას ხმარდება. მაგრამ თუ ასეა, მოდით, იგივე შევთავაზოთ ლიხნელებს, ხვაფელებს,  ვუყურებ ერთი, როგორ აჯანყდება იქ ხალხი.

დრო, როცა პრეზიდენტი არძინბა აბრუნებდა მათ, უკიდურესად მძიმე იყო, ღია ჭრილობებიდან სისხლი წვეთავდაა, მაგრამ ისინი მაინც დააბრუნეს. სიტუაცია გალში არც დღეს  არის მარტივი. ჩვენ ისინი საქართველოს მოქალაქეებად  მოვნიშნეთ. საქართველოს დავუთმეთ.

რაულ ხაჯიმბა:ჩვენ არ მოგვინიშნავს ისინი საქართველოს მოქალაქეებად, მათ თავად მოიაზრეს ასეთებად თავი. იღებენ ორმაგ–სამმაგ პენსიას: აფხაზურს, ქართულს და რუსულსაც კი. ისინი ყველაფერს იღებენ.

ასიდა შაკრილი:ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რატომ ვერ აღიქვეს ამ  ადამიანებმა თავი ამ ოცი წლის მანძილზე აფხაზეთის მოქალაქეებად. იქნებ, ცალკე შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ ამაზე?  

რაულ ხაჯიმბა: კი ბატონო, მზადა ვარ შეგხვდეთ.

ასიდა შაკრილი:ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სახელმწიფო არ დავკარგოთ. მათ უნდა მოვეპყრათ არა როგორც საქართველოს, არამედ აფხაზეთის სრულუფლებიან მოქალაქეეებს. ეს, უპირველეს ყოვლისა,  ჩვენი უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.

რაულ ხაჯიმბა: რაც შეეხება სიტუაციას გალის რაიონში, ბევრ რამეში ვერ დაგეთანხმებით.  თქვენი უფლებაა იფიქროთ ასე, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ პასპორტის საკითხი ძალიან სერიოზულია. და თავის დროზე ვლადისლავ არძინბაც ლაპარაკობდა, რომ არის საშიშროება პასპორტების შეუფერხებელი გაცემა  გამოყენებულ იქნას საქრთველოს იურისდიქციის გავრცელებისათვის ჩვენს ტერიტორიაზე.
რაც შეეხება გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის ქართულ მოსახლეობას, მე გულით ვისურვებდი, რომ ისინი ჰარმონიულად შეერწყან  ჩვენს ცხოვრებას.
სიტუაცია, რომელიც პასპორტებთან დაკავშირებით შეიქმნა, არ არის მარტივი. ჩვენ ღიად ვუთხარით მათ: გქონდეთ თქვენი პოასპორტები, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ვაშენოთ ქვეყნის ეკონომიკა, უნდა ვიცოდეთ,  რამდენი უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ცხოვრობს   აფხაზეთში. ჩვენ თანდათანობით უნდა მოვახდინოთ მათი ადაპტირება ჩვენს პირობებთან.
დღეს საზღვრის გადაკვეთისას ისინი აღარ მალავენ და მესაზღვრეებს წარუდგენენ თავიანთ ქართულ პასპორტებს, ჩვენ არ ვუკრძალავთ მათ ამის გაკეთებას. მათ აწყობთ საქმეთა ასეთი ვითარება, მაგრამ მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, არ მაწყობს, რომ ქვეყანაში ამდენი საქართველოს მოქალაქე  ცხოვრობდეს.
ჩემი წინამორბედი ხელმძღვანელებიგან განსხვავებით, მე წავედი იმაზე, რომ გალის მოახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მისცემოდა საშუალება გაეფორმებინა თავისი მოქალაქეობა. ისინი მოგვმართავენ განცხადებებით და თუ არსებობს მათთვის აფხაზეთის მოქალაეობის მინიჭების ის საფუძველი, რომელიც გაწერილია  კანონში, ჩვენ ვაკმაყოფილებთ მათ თხოვნას. ბევრი მათგანი დღეს სწავლობს თბილისში და არ სურს ისწავლოს ჩვენთან, აფხაზეთის უნივერსიტეტში. ჩვენ უნდა მოვაღწიოთ იმას, რომ მათ თავად გაუჩნდეთ სურვილი  აფხაზეთის საზოგადოების ნაწილად იქცნენ.
რაც შეეხება მიწის იჯარას და გადასახადს. რატომ არ გინდათ გაგვიგონოთ? ჩვენ პირველად წავედით იმაზე, რომ შეგვეცვალა მიწის გადასახადი გლეხური მეურნეობებისთვის და ამ  კანონპროექტმა პრაქტიკულად უკვე გაიარა შესაბამისი პროცედურები პარლამენტში.  
როცა გლეხი იხდის საკუთარი ნაკვეთისათვის – ეს ერთი გადასახადია და სხვაა, როცა იგი იჯარით იღებს მიწას, რომელიც აღემატება არსებულ ნორმას, ასეთ შემთხვევაში მან იჯარის გადასახადი უნდა გადაიხადოს. მაგალითად, თუ გუდაუთელ გლეხი საკუთრებაში აქვს კანონით განსაზღვრულ ნორმაზე მეტი მიწის ფართობი, ვალდებულია გადაიხადოს იჯარა იმ ნაკვეთზე, რომელიც ნორმას აღემატება.  
როგორც რაიონების ადმინისტრაციების მეთაურებმა მომახსენეს, მოქალაქეები ყოველთვის იხდიდნენ იჯარის გადასახადს, მაგრამ ეს ფული ბიუჯეტში არ მიდიოდა და გარკვეული ჯგუფის ჯიბეებში ილექებოდა. სხვათა შორის, ყოველთვის მომყავდა გალის რაიონის მაგალითი. გალის მოსახლეობა გადასახადებს გაცილებით წესიერად იხდის, ვიდრე ეს სხვა რაიონებშია. მაგრამ არა იმიტომ, რომ მათ ვინმე აიზულებს ამას – მათ უბრალოდ კარგად აქვთ შეგნებული, რომ გადასახადების გადახდა  აუცილებელია. 

წყარო; информ – абхазия

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...