მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ პრეზიდენტი ბარაქ ობამა: ,,ჩვენ გავანადგურებთ ისლამურ სახელმწიფოს და ყველა იმ ორგანიზაციას,...

აშშ პრეზიდენტი ბარაქ ობამა: ,,ჩვენ გავანადგურებთ ისლამურ სახელმწიფოს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს ზიანი მოგვაყენოს ”

Published on

 აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ მიმართვაში კალიფორნიის შტატში მომხდარ თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა და მსგავსი შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლის პირობა დადო. 

მან  ასევე ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გაგრძელდება ისლამური სახლემწიფოს წინააღმდგე ავია იერიშები, სირიისა და ერაყის ტეროტორიაზე.

ბარაკ ობამამ  ტერორისტული იდეოლოგიის ინტერნეტით გავრცელების პრობლემაზეც ისაუბრა. მან ამერიკელებს მოუწოდა, არ მოხდეს მუსლიმი საზოგადოების დისკრიმინაცია.

"ტერორისტები რთული ფორმის ძალადობის აქტებზე გადავიდნენ, როგორიცაა მასობრივი თავდასხმები და სროლები, რაც ასე ხშირია ჩვენ საზოგადოებაში. სწორედ ამის მომსწრე გავხდით ახლა, სან ბერნანდინოშიც. ტერორიზმის საფრთხე რეალურია, თუმცა ჩვენ მას მოვერევით. ჩვენ გავანადგურებთ ისლამურ სახელმწიფოს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს ზიანი მოგვაყენოს. ჩვენი სამხედროები განაგრძობენ ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც საჭირო იქნება. ასევე, განვაგრძობთ ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ტრეინინგს და აღჭურვას, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან," – აღნიშნა ბარაკ ობამამ. 

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...