მთავარისიახლეებიპოლიტიკაპატიმრების შეწყალების აქტი სახელმწიფოს პრეროგატივაა და ამ წესის შეცვლა ნიშნავს უარს დემოკრატიაზე

პატიმრების შეწყალების აქტი სახელმწიფოს პრეროგატივაა და ამ წესის შეცვლა ნიშნავს უარს დემოკრატიაზე

Published on

პატრიარქისთვის პატიმართა შეწყალების უფლების გადაცემის შესახებ ინიციატივას ფართო გამოხმაურება მოყვა.

შეწყალების აქტი „ არის სახელმიფოს მეთაურის პრეროგატივა“ , და შესაბამისად რაღაც "გაუგებრობასთან გვაქვს საქმე'' აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და – იგი ამბობს, რომ დამატებით განმარტებებს ელოდება პრემიერ ღარიბაშვილისაგან, რომელმაც  მოუწოდა პარლამენტსა და პრეზიდენტს  დაიწყონ მსჯელობა ამ საკითხზე.

პატრიარქის ინიციატივას ცალსახად არ უჭერს მხარს ოპოზიცია. ,,ნაციონალურ მოძრაობაში''  მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია, მათი აღრევა არ შეიძლება. არც ხელისუფლება   უნდა ერეოდეს ეკლესიის საკითხებში და არც ეკლესია – საერო საკითხებში  –  ეს არის თანამედროვე სეკულარული სახელმიფოს მთავარი პრინციპი.

 „ყველა სხვა შემთხვევაში საქართველოში ყოველთვის გამოჩნდებიან  პოლიტიკოსები, რომლებიც ეცდებიან ეკლესიის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც პირველ რიგში აზიანებს თავად ეკლესიას,“ – აცხადებს ,,გირჩის'' ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

."დემოკრატიაზე უარის თქმა"- ასე ეხმაურებიან არასამთავრობო სექტორის წევრები და კონსტიტუციონალისტები პატრიარქის ინიციატივას.

კონსტიტუციონალისტებისთვის პატრიარქის ინიციატივა მიუღებელია. მათი თქმით, ასეთი ცვლილებებით ეკლესიისთვის სახელმწიფო ძალაუფლების გადაცემა მოხდება, რაც დაუშვებელია.  თუ კონსტიტუციაში შევა ეს ცვლილება, საქართველო ვეღარ იქნება სეკულარული სახელმწიფო, რაც ქვეყნის ფუნდამენტს შეარყევს.

არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ინიციატივა ქვეყნის ფუნდამენტურ საკითხებთან მოდის წინააღმდეგობაში, ეს იქნება დარტყმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, რადგან პრეზიდენტის უფლებაა, შეიწყალოს პატიმრები.

გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ ამ ცვლილების შეტანა საქართველოს საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებასთან დაცილებას გამოიწვევს. 

 

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...