საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყვიტა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითთ, დღეს 4 დეკემებერს, პრეზიდენტის N378 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა იმის გამო შეუწყდა, რომ მას აქვს უკრაინის მოქალაქეობა მიღებული, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქქე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. იუსტიციის მინისტრმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო ოფიციალური დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეც.
სიახლეები
სიახლეები
7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...
სიახლეები
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა
საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია...
საზოგადოება
ოცნებამ” ახალი რეგულაციები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვია- ზურა ჯაფარიძე
"ოცნებამ" ახალი რეგულაციები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვია" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის"...
სიახლეები
საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირს-მარტა კოსი
ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე "ევროსკოპის" კითხვაზე...