შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, 1 იანვრიდან სამინისტრო მართვის მოწმობებთან დაკავშირებით ახალ წესს შემოიღებს, რომლის თანახმადაც, მართვის მოწმობას 1 წლის განმავლობაში100 ქულა ენიჭება და ამოწურვის შემთხვევაში ჩამოერთმევა. „1 იანვრიდან ყველა მართვის მოწმობას, განურჩევლად კატეგორიისა, წელიწადში ერთხელ 100 ქულა მიენიჭება. რამდენჯერაც მოქალაქე მოძრაობის წესს დარღვევს, პატრული გააჩერებს და დააჯარიმებს, მაგალითად ტელეფონზე საუბრისთვის, ეს შესაბამისი ქულის გამოკლებას ნიშნავს. დაჯარიმებისას კომპიუტერული პროგრამა ავტომატურად აკლებს ქულებს ამ 100 ქულიდან“, – ამბობს ხუციშვილი. მისივე განმარტებით, ახალი წესის თანახმად, ვიდრე მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულა ნულზე ჩამოვა, მძღოლს მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებენ, რომ ქულები უმცირდება, განულების შემთხვევაში კი მიიღებს ატყობინებენ, რომ ქულები ამოეწურა და, შესაბამისად, მართვის მოწმობა გაუუქმდა. მინისტრის მოადგილის თქმით, ორი თვის შემდეგ მოქალაქეს შეუძლია, მომსახურების სააგენტოს მიმართოს და თავიდან გაიაროს გამოცდა. „მას შემდეგ, რაც, გამოცდას ჩააბარებს, ანუ სახელმწიფო კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ მოქალაქემ იცის მოძრაობის წესები, თავიდან აიღებს მართვის მოწმობას" – ამბობს ხუციშვილი. რომელი დარღვევა რამდენ ქულას შეადგენს, ჯერ არ არის დადგენილი და სამომავლოდ დაკონკრეტდება.
მართვის მოწმობას ქულები მიენიჭება და ამოწურვის შემთხვევაში გაუქმდება
სიახლეები
სიახლეები
მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...
სიახლეები
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...
სიახლეები
საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...
სიახლეები
რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა
რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...