მთავარისიახლეებისაზოგადოებაირაკლი ღარიბაშვილი: "შემდეგი ნაბიჯი სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღება იქნება"

ირაკლი ღარიბაშვილი: “შემდეგი ნაბიჯი სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღება იქნება”

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ბავშვების ჯანმრთელობა. „მესმის, რომ ბევრი ადამიანი ავტომობილს იყენებს, ტაქსაობს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ჯანმრთელობას. ჩვენ შეიძლება 1 კაცი გავანაწყენოთ, მაგრამ 10 და 20 ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ. ვფიქრობ, ამ საკითხზე შეიძლება საზოგადოებრიოვო აზრის კვლევა ჩავატაროთ, მოსახლეობას მივმართოთ კითხვით, რა ურჩევნიათ", – თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, რაღაც თანხა შეიძლება გაიღოს ადამიანმა, რომელიც „ტაქსაობს" და არ აქვს კატალიზატორი. „ეს თანხა შეიძლება განვადებით გავაკეთოთ, კომპანიამ, ვინც შემოიტანს ამ კატალიზატორს, განვადებით რომ მისცეს მოსახლეობას. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი წუხს ამ საკითხზე", – თქვა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, შემდეგი ნაბიჯი დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება იქნება. „ამას დროში გავწერთ, რა თქმა უნდა, ერთიანად არ მოვთხოვთ მოსახლეობას, რომ ყველაფერი ერთბაშად გააკეთოს. ამას გარდა, ვიცი, რომ სიმსივნის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ გამონაბოლქვია“, – აღნიშნა პრემიერმა.

სიახლეები

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...