მთავარისიახლეებისაზოგადოებანატოს კარი ღიაა, მაგრამ პირველ რიგში მონტენეგროსთვის

ნატოს კარი ღიაა, მაგრამ პირველ რიგში მონტენეგროსთვის

Published on

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში  მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა კომენტარი საქართველოსა და სხვა აპლიკანტ ქვეყნებზე და განაცხადა, რომ საქართველომ  მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატოში გაწევრიანების გზაზე.

"დღეს დავამტკიცეთ, რომ ნატოს კარი ღიაა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებისადმი ძლიერია. საქართველოს აჩვენა დიდი პროგრესი, ეს მე თვითონ ვნახე, საქართველოში ჩემი ვიზიტისას. ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას და მხარდაჭერას კომუნიკეშიც დააფიქსირებს“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, ორდღიანი შეხვედრა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება.  

მინისტერიალს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ორმხრივი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი. ბრუსელში შეხვედრებს მართავს თავდაცვის მინისტრიც.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...